https://sputnik-georgia.com/20230819/usa-elchi-281500059.html
აშშ-ის ელჩი აზრზე არაა? არადამაჯერებელია!
აშშ-ის ელჩი აზრზე არაა? არადამაჯერებელია!
Sputnik საქართველო
აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ არ იცნობს დოკუმენტს, რომელიც ადრე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან... 19.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-19T20:18+0400
2023-08-19T20:18+0400
2023-08-19T20:18+0400
კარიკატურები
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281491973_38:0:1242:677_1920x0_80_0_0_5f980f212a3faefb5b62659debe4d4a2.jpg
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს დაქირავებული ყავდა ლობისტური კომპანიები Akerman და GP International.ერთ-ერთი საბუთის თანახმად, იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მცდელობა მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, სააკაშვილის შეწყალების მისაღწევად.საკონტაქტო პირად ფურცლებზე მითითებულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი. ის ასევე ფიგურირებს პოლონელი ექიმების მიერ სააკაშვილის გასინჯვის საკითხშიც, რაც საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცნობს დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.„ქართულ ოცნებაში“ ელჩის განცხადებას არადამაჯერებელი უწოდეს.„მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელზე ამ ქვეყანაში, არადამაჯერებლად ჟღერს, რომ მან არ იცოდა რას საქმიანობდა მისი თანამშრომელი. თუ ეს სიმართლე არ არის, რომ ის მას არ იცნობს, ძალიან ცუდია. თუ იცოდა, ესეც ცუდია. თუ იცოდა და ეხმარებოდა, ესეც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს დეგნანისგან მიიღებს ახსნებს, თუმცა მან პასუხი მაინც ვერ მიიღო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281491973_189:0:1092:677_1920x0_80_0_0_a7f6b8c784a3e8b44e004c84b59f5ce5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კარიკატურები, მულტიმედია
აშშ-ის ელჩი აზრზე არაა? არადამაჯერებელია!
აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ არ იცნობს დოკუმენტს, რომელიც ადრე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს დაქირავებული ყავდა ლობისტური კომპანიები Akerman და GP International.
ერთ-ერთი საბუთის თანახმად, იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მცდელობა მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, სააკაშვილის შეწყალების მისაღწევად.
საკონტაქტო პირად ფურცლებზე მითითებულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი. ის ასევე ფიგურირებს პოლონელი ექიმების მიერ სააკაშვილის გასინჯვის საკითხშიც, რაც საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცნობს დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
„ქართულ ოცნებაში“ ელჩის განცხადებას არადამაჯერებელი უწოდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელზე ამ ქვეყანაში, არადამაჯერებლად ჟღერს, რომ მან არ იცოდა რას საქმიანობდა მისი თანამშრომელი. თუ ეს სიმართლე არ არის, რომ ის მას არ იცნობს, ძალიან ცუდია. თუ იცოდა, ესეც ცუდია. თუ იცოდა და ეხმარებოდა, ესეც ძალიან ცუდია“, - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს დეგნანისგან მიიღებს ახსნებს, თუმცა მან პასუხი მაინც ვერ მიიღო.