რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ხანძრებს საქართველოში ნახევარ წელიწადში

© photo: Sputnik / Stringerხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2023
გამოწერა
სულ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში 5.137 ხანძარი მოხდა და დაიწვა 193 შენობა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
რაც შეეხება ხანძრის დროს დაშავებულებს 2023 წლის პირველ ნახევარში, მათი რაოდენობაა 99.
სულ ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში მოხდა 5.137 ხანძარი და დაიწვა 193 შენობა.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელს იყო. მაშინ ქვეყანაში დაფიქსირდა 15.222 ხანძარი, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.
ყველა ახალი ამბავი
0