https://sputnik-georgia.com/20230819/--------281496870.html
„შაშვი შაშვი მაყვალი“: ქართული ფილმი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
„შაშვი შაშვი მაყვალი“: ქართული ფილმი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
ელენე ნავერიანის ფილმი, რომელიც უკვე ევროპული კინოაკადემიის პრემიის ლისტში მოხვდა, მსოფლიოს იპყრობს 19.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-19T16:49+0400
2023-08-19T16:49+0400
2023-08-19T16:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281487787_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_04ba0b3e69ff4370157965f793cff4c5.jpg
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი" (Blackbird Blackbird Blackberry) სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთბაშად ორი პრიზი მიიღო.სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის. კინოფესტივალის აუდიტორია 100 ათას მაყურებელს ითვლის.ქართული ფილმი ევროპული კინოაკადემიის პრემიის ნუსხაში მოხვდა >>ელენე ნავერიანის ფილმი დაჯილდოვდა ორ კატეგორიაში: „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“ და „ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება“ (ჯილდო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა).სიუჟეტის მიხედვით, 48 წლის მთავარი გმირი ეთერი ცხოვრობს სოფელში, ტრადიციულ ოჯახში.მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა, სოფელში კი ამის გამო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.ახლა ის თავის გრძნობებში უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, როგორ იპოვოს გზა საკუთარი ბედნიერებისკენ.ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281487787_2:0:1282:960_1920x0_80_0_0_cae84c8d708a572ff16e41e1c94ea7d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
„შაშვი შაშვი მაყვალი“: ქართული ფილმი სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
ელენე ნავერიანის ფილმი, რომელიც უკვე ევროპული კინოაკადემიის პრემიის ლისტში მოხვდა, მსოფლიოს იპყრობს
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი" (Blackbird Blackbird Blackberry) სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთბაშად ორი პრიზი მიიღო.
სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.
ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის. კინოფესტივალის აუდიტორია 100 ათას მაყურებელს ითვლის.
ელენე ნავერიანის ფილმი დაჯილდოვდა ორ კატეგორიაში: „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“ და „ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულება“ (ჯილდო ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა).
სიუჟეტის მიხედვით, 48 წლის მთავარი გმირი ეთერი ცხოვრობს სოფელში, ტრადიციულ ოჯახში.
მარტოხელა ქალი მუშაობს საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში, ტკბება თავისუფალი ცხოვრებით, უკვე ემზადება მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა, სოფელში კი ამის გამო უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მაგრამ მისი რომანი მამაკაცთან, რომელიც დისტრიბუტორად მუშაობს, მის გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ახლა ის თავის გრძნობებში უნდა გაერკვეს და გადაწყვიტოს, როგორ იპოვოს გზა საკუთარი ბედნიერებისკენ.
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.
ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რომელიც 2023 წლის 16-27 მაისს ჩატარდა.