https://sputnik-georgia.com/20230819/--------281488269.html
ტყის ხანძრები კანადაში: ბრიტანულ კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტყის ხანძრები კანადაში: ბრიტანულ კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
Sputnik საქართველო
კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს: ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია. 19.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-19T12:47+0400
2023-08-19T12:47+0400
2023-08-19T12:47+0400
მსოფლიო დღეს
სტიქიური მოვლენები
კანადა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280819096_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_96924087a01c9d20ef9e10c864ee5246.jpg
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.კანადაში ძლიერი ხანძრები კვლავ მძვინვარებს. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ბილ ბლერმა აღიარა, რომ ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობა ამ საუკუნეში ყველაზე ცუდია.ჩრდილოეთ კანადაში იელოუნაიფის მცხოვრებლებს უბრძანეს ტერიტორიის დატოვება, რადგან ტყის ხანძარი ქალაქს უახლოვდება, იტყობინება CTV News.კანადის ტყის ხანძრების სამთავრობათაშორისო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია.
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280819096_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_2dd38e40b98aff436cb109bd22b2efc8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტიქიური მოვლენები, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები
სტიქიური მოვლენები, კანადა , მსოფლიოს ახალი ამბები
ტყის ხანძრები კანადაში: ბრიტანულ კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს: ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია.
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
კანადაში ძლიერი ხანძრები კვლავ მძვინვარებს. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ბილ ბლერმა აღიარა, რომ ხანძრებთან დაკავშირებული მდგომარეობა ამ საუკუნეში ყველაზე ცუდია.
„ბრიტანეთის კოლუმბია აცხადებს საგანგებო მდგომარეობას პროვინციაში გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების პროგრამის შესახებ კანონის შესაბამისად, რათა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ბერკეტი რომელიც დაგვჭირდება ვითარების განვითარების კვალდაკვალ საზოგადოების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია პროვინციის მთავრობის ვებსაიტზე.
ჩრდილოეთ კანადაში იელოუნაიფის მცხოვრებლებს უბრძანეს ტერიტორიის დატოვება, რადგან ტყის ხანძარი ქალაქს უახლოვდება, იტყობინება CTV News.
კანადის ტყის ხანძრების სამთავრობათაშორისო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დამწვარი ტერიტორიების ფართობმა 13 მილიონ ჰექტარს მიაღწია.