მოსალოდნელია წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიელჭექი
ელჭექი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
18 და 19 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 18 და 19 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ამინდის გაუარესება განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0