ქვათაცვენა თბილისში - ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© Roads Department of Georgiaქვათაცვენა
ქვათაცვენა  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
მსგავსი ფაქტი გზის ამ უბანზე პირველად დაფიქსირდა.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის გამო შეზღუდულია, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
ქვათაცვენა გუშინ ცინცაძის ქუჩისკენ გამავალ გვირაბთან არსებული ფერდიდან დაფიქსირდა. როგორც მერიაში აღნიშნეს, ამ მონაკვეთზე მსგავსი ფაქტი პირველად მოხდა.
მერიაში აღნიშნეს, რომ ბადე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთეს, უსაფრთხოებას ვეღარ უზრუნველყოფს, ამიტომ მისი განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სამუშაოების პროცესში გზის ერთი ხაზი გადაკეტილია. აღნიშნულ უბანზე კი მოძრაობა ასევე შეიზღუდება 18 აგვისტოს საღამოს. სპეციალისტები შეისწავლიან პრობლემურ ადგილს და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0