მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საწამლავი პრეზიდენტისთვის: ქალს, რომელიც ტრამპს რიცინს უგზავნიდა, 22 წელი მიესაჯა

© AP Photo / Corey Sipkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. კანადელ ქალს ვაშინგტონში თითქმის 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დონალდ ტრამპისთვის თეთრ სახლში მუქარის წერილების გაგზავნის გამო, რომლებიც რიცინს შეიცავდა, იუწყება Associated Press.
გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის პასკალ ფერიემ თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ ტრამპის გარდა მსგავს წერილებს ტეხასის პოლიციის თანამშრომლებსაც უგზავნიდა, სადაც მან რამდენიმე კვირა გაატარა საპატიმროში 2019 წელს.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს ფერიემ რიცინი შინ დაამზადა და პოტენციურად სასიკვდილო საწამლავი ტრამპს გაუგზავნა წერილით, რომელშიც მაშინდელ პრეზიდენტს „მახინჯ კლოუნ-ტირანად“ მოიხსენიებდა.

„თუ ეს არ იმოქმედებს, მაშინ სხვა საწამლავის უკეთეს რეცეპტს მოვძებნი, ან პისტოლეტით ვისარგებლებ, როცა მოსვლას შევძლებ“, — წერდა ქალი პრეზიდენტს.

პასკალ ფერიე შტატ ბუფალოს საზღვარზე დააკავეს. მას თან ჰქონდა პისტოლეტი, დანა და ასობით ვაზნა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფერიეს სასჯელის მოხდის შემდეგ აშშ-დან გააძევებენ.
წყარო: Associated Press
ყველა ახალი ამბავი
0