https://sputnik-georgia.com/20230818/diabetis-nisnebi-xelebze-281470936.html
გაინტერსებთ, გაქვთ თუ არა დიაბეტი? დაიხედეთ ხელებზე
გაინტერსებთ, გაქვთ თუ არა დიაბეტი? დაიხედეთ ხელებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თუ გაინტერესებთ, მომატებული გაქვთ თუ არა სისხლში შაქრის დონე, დაიხედეთ ხელებზე, წერს გაზეთი Daily Express აშშ-ის დერმატოლოგიის... 18.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-18T15:30+0400
2023-08-18T15:30+0400
2023-08-18T20:27+0400
ექიმის რჩევები
დიაბეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/15/233811574_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_410cba722d8aecc11dc29af97add0ed1.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თუ გაინტერესებთ, მომატებული გაქვთ თუ არა სისხლში შაქრის დონე, დაიხედეთ ხელებზე, წერს გაზეთი Daily Express აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის კვლევაზე (AAD) დაყრდნობით.სპეციალისტების თქმით, როცა შაქრის დონე მაღალია, ხელის ზურგზე გარკვეული ტიპის დეფექტები წარმოიქმნება. სახასიათო ნიშნები ხელებზე ჩნდება როგორც პრედიაბეტის, ისე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების შემთხვევაშიც. როგორც მედიკოსები განმარტავენ, თუ დიაბეტი რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდად კონტროლდება, ან ადამიანმა არ იცის, რომ ეს დაავადება აწუხებს, მაშინ თითების წვერებში შესაძლოა „კენჭების“ შეგრძნება გაჩნდეს.გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალი დონის მაუწყებელი უხეში, მკვრივი და დასიებული უბნები, ხელების გარდა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მხრებსა და წინამხარზე.AAD-ს სპეციალისტების თქმით, მეორე ტიპის დიაბეტის კიდევ ერთი ხილული გამოვლინებაა ლიპოიდური ნეკრობიოზი, რა დროსაც კანზე მცირე ზომის, მუწუკის მსგავსი ამობურცულობები ჩნდება.ეს ამობურცულობები დროთა განმავლობაში შესაძლოა ყვითელ, მოწითალო ან ყავისფერ ლაქებად გარდაიქმნეს კანის გაუხეშებულ და შესივებულ უბნებზე.გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე მიანიშნებს:დიაბეტის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს კანზე მუქი, ხავერდოვანი უბნები. როგორც წესი, ასეთი უბნები ჩნდება კისერზე, იღლიასა და საზარდულის არეში.ლაქები (ან ხაზები) წვივებზე, რომლებიც კანზე ძლივს შესამჩნევ ჩაღრმავებებს აჩენს, შესაძლოა ასევე იყოს სისხლში შაქრის მაღალი დონის მანიშნებელი. ამას მედიცინაში დიაბეტური დერმოპათია ჰქვია და, როგორც წესი, ფეხებზე ვლინდება. თუმცა იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ხელებზე, თეძოებზე, ტორსსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23381/15/233811574_58:0:943:664_1920x0_80_0_0_f5669890151a362d66792161f649f543.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, დიაბეტი
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თუ გაინტერესებთ, მომატებული გაქვთ თუ არა სისხლში შაქრის დონე, დაიხედეთ ხელებზე, წერს გაზეთი
Daily Express აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის კვლევაზე (AAD) დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, როცა შაქრის დონე მაღალია, ხელის ზურგზე გარკვეული ტიპის დეფექტები წარმოიქმნება. სახასიათო ნიშნები ხელებზე ჩნდება როგორც პრედიაბეტის, ისე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების შემთხვევაშიც.
ამ დროს კანზე ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება და ის გარეგნულად ცვილის მსგავსი ხდება. ამასთან ავადმყოფს თითების მოხრაც უჭირს.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, თუ დიაბეტი რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდად კონტროლდება, ან ადამიანმა არ იცის, რომ ეს დაავადება აწუხებს, მაშინ თითების წვერებში შესაძლოა „კენჭების“ შეგრძნება გაჩნდეს.
გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალი დონის მაუწყებელი უხეში, მკვრივი და დასიებული უბნები, ხელების გარდა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს მხრებსა და წინამხარზე.
AAD-ს სპეციალისტების თქმით, მეორე ტიპის დიაბეტის კიდევ ერთი ხილული გამოვლინებაა ლიპოიდური ნეკრობიოზი, რა დროსაც კანზე მცირე ზომის, მუწუკის მსგავსი ამობურცულობები ჩნდება.
ეს ამობურცულობები დროთა განმავლობაში შესაძლოა ყვითელ, მოწითალო ან ყავისფერ ლაქებად გარდაიქმნეს კანის გაუხეშებულ და შესივებულ უბნებზე.
გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე მიანიშნებს:
ხელებზე ფაიფურივით მბრწყინავი კანი;
„გამჭვირვალე“ კანი, როდესაც სისხლძარღვები ჩანს;
ქავილისა და ტკივილის შეგრძნება კანზე.
დიაბეტის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს კანზე მუქი, ხავერდოვანი უბნები. როგორც წესი, ასეთი უბნები ჩნდება კისერზე, იღლიასა და საზარდულის არეში.
ლაქები (ან ხაზები) წვივებზე, რომლებიც კანზე ძლივს შესამჩნევ ჩაღრმავებებს აჩენს, შესაძლოა ასევე იყოს სისხლში შაქრის მაღალი დონის მანიშნებელი. ამას მედიცინაში დიაბეტური დერმოპათია ჰქვია და, როგორც წესი, ფეხებზე ვლინდება. თუმცა იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ხელებზე, თეძოებზე, ტორსსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.