რუსეთმა ფორუმ „არმია 2023“-ზე ახალი ანტიმატერიალური შაშხანა წარმოადგინა

© photo: Sputnik / Pavel Bedniakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
გამოწერა
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტექში“ შემავალმა ჰოლდინგმა „მაღალი სიზუსტის კომპლექსები" ფორუმზე „არმია-2023" ახალი მსხვილკალიბრიანი შაშხანა „ასტარტა" წარმოადგინა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„დღეს ფართო საზოგადოებას პირველად წარვუდგინეთ ჩვენი ახალი 12,7 მილიმეტრიანი ანტიმატერიალური შაშხანა „ასტარტა". ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, ჯამური მახასიათებლების მიხედვით, შაშხანას შეიძლება ეწოდოს ამ კლასში ცნობილი ამერიკული იარაღის, Barrett M82-ის მკვლელი“, — განუცხადა სააგენტოს ჰოლდინგის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „ასტარტა" ისეთივე სანდო და ზუსტია, მაგრამ უფრო მსუბუქი, და თანაც Barrett-ს წარმოების კულტურითაც აღემატება.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, დასავლურ კლასიფიკაციაში ამ ტიპის შაშხანებს ანტიმატერიალურს უწოდებენ, ვინაიდან მათ მოწინააღმდეგის მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ნაგებობებისა და სხვა მატერიალური სამიზნეების დაზიანება შეუძლია.
როგორც ჰოლდინგში აცხადებენ, ტესტირებაზე „ასტარტამ“ Barrett-ზე ოთხჯერ მაღალი სიზუსტე აჩვენა, მოხვდა რა 100 მეტრის დაშორებით მდებარე სამიზნის 1,5 სანტიმეტრიანი წრის წიგნით. ამერიკული შაშხანისთვის ეს მაჩვენებელი 6 სმ-ს შეადგენს.
ფორუმი „არმია-2023“ პოდმოსკოვიეს კუბინკაში იმართება 14-დან 20 აგვისტომდე.
ყველა ახალი ამბავი
0