https://sputnik-georgia.com/20230818/adgili-hqonda-rvarcofis-gavlas-geologebi-stefanwmindis-uamindobaze-281477386.html
ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას – გეოლოგები სტეფანწმინდის უამინდობაზე
ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას – გეოლოგები სტეფანწმინდის უამინდობაზე
Sputnik საქართველო
უკვე დაწყებულია უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. 18.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-18T17:31+0400
2023-08-18T17:31+0400
2023-08-18T21:32+0400
გარემოს ეროვნული სააგენტო
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/12/281476589_0:151:1599:1050_1920x0_80_0_0_bc67aa117e10507cb93a5d67bcc8df20.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში გეოლოგიური პირობები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს და დასკვნის საფუძველზე დამცავი ღონისძიებების რეალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.გუშინ ადიდებულმა ხევმა დაბა სტეფანწმინდისა და სოფელ გერგეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა – დატბორილია გზები და რამდენიმე სახლის პირველი სართულები.სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება და ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან ასაცილებლად, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხს მათთან განიხილავენ.უკვე დაწყებულია უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, გერგეტის კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე.ადგილობრივი მცხოვრების თქმით, იყო ძალიან ძლიერი წვიმა სეტყვით, რომელიც დაახლოებით 4 საათი არ შეწყვეტილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/12/281476589_0:1:1599:1200_1920x0_80_0_0_a53ed6e5f8e1f1b632c6e7d220725d4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს რეგიონები
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს რეგიონები
ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას – გეოლოგები სტეფანწმინდის უამინდობაზე
17:31 18.08.2023 (განახლებულია: 21:32 18.08.2023) უკვე დაწყებულია უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში გეოლოგიური პირობები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს და დასკვნის საფუძველზე დამცავი ღონისძიებების რეალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცეს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გუშინ ადიდებულმა ხევმა დაბა სტეფანწმინდისა და სოფელ გერგეტის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა – დატბორილია გზები და რამდენიმე სახლის პირველი სართულები.
„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება და ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან ასაცილებლად, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხს მათთან განიხილავენ.
უკვე დაწყებულია უამინდობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის, გერგეტის კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, იყო ძალიან ძლიერი წვიმა სეტყვით, რომელიც დაახლოებით 4 საათი არ შეწყვეტილა.