ვინ და რატომ უნდა სვას ლიმონიანი წყალი? განმარტავს ენდოკრინოლოგი

© unsplash/Julia Zolotovaლიმონიანი წყალი
ლიმონიანი წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებმა ლიმონიანი წყალი უნდა სვან, აცხადებს ენდოკრინოლოგი კატრინ იანგი და განმარტავს, რატომაა ამის გაკეთება საჭირო.
მისი თქმით, ერთ ჭიქა თბილ წყალში ჩამატებული ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ასტიმულირებს კუჭის გარსის უჯრედებს მარილმჟავას გამოსამუშავებლად, რაც აუცილებელია საკვების ხარისხიანი მონელებისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოებისთვის.
ამასთან ექიმი აკონკრეტებს, რომ:
ლიმონიანი წყალი აუცილებლად ჭამამდე 20-30 წუთით ადრე უნდა დაილიოს.
სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცივი ან ყინულიანი წყლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ექიმი იანგი ასევე გვაფრთხილებს, რომ მჟავე სასმელებმა შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს, ამიტომ მათი დალევა საწრუპის საშუალებითაა სასურველი.

„ლიმონი ყველაზე მარტივი, იაფი და გავრცელებული ვარიანტია. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ ლაიმის ან გრეიპფრუტის წვენით. გამოდგება ვაშლის, ჟოლოს ან ბროწეულის ძმარიც (ერთი-ორი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მჟავე კენკრის წვენი: ქაცვის, თეთრი ან წითელი მოცხარის, შტოშისა და წითელი მოცვისა“, — ამბობს ენდოკრინოლოგი.

როგორც სპეციალისტი ამბობს, ლიმონიანი წყალი არ უნდა დალიონ გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებმა გამწვავების სტადიაში და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0