https://sputnik-georgia.com/20230817/vawroba-iaponia-ruseti-281297343.html
ვაჭრობა იაპონიასა და რუსეთს შორის: ტოკიომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა
ვაჭრობა იაპონიასა და რუსეთს შორის: ტოკიომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, იაპონიამ, გასული წლის ივლისთან შედარებით, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი თითქმის 5680%-ით... 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T09:40+0400
2023-08-17T09:40+0400
2023-08-17T16:17+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იაპონია
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280194495_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5bf4b9e7bcd756872cd0fc5057daf4e0.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, იაპონიამ, გასული წლის ივლისთან შედარებით, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი თითქმის 5680%-ით გაზარდა, ნათქვამია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო სტატისტიკის მონაცემებში.მაჩვენებლის ზრდამ ზუსტად 5679,4% შეადგინა.ამასთან აღინიშნება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ზოგი პროდუქტის იმპორტი:რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში პროდუქციის გატანას, გაიზარდა სამედიცინო პროდუქტების ექსპორტი — 1123%-ით, ასევე სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი — 84%-ით. თუმცა შემცირდა სათადარიგო ნაწილების მიწოდება — 44,4%-ით.საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთში იაპონური ექსპორტი 25%-ითაა მომატებული და 347,85 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო იმპორტი 69,6%-ით შემცირდა და 367,31 მილიონ დოლარამდე დაეცა.იაპონიამ სანქციების დაწესებიდან დღემდე რუსეთის 987 მოქალაქეს გაუყინა აქტივები. ამასთან აიკრძალა რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი, მათ შორის „ლუქს" კლასის ავტომობილების, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების, კოსმეტიკის, ტყავის საქონლის ექსპორტი. გარდა ამისა, აკრძალულია ნავთობის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების, ზოგი სამედიცინო საქონლის, ნახევარგამტარებისა და სხვა მრავალი სახის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.რაც შეეხება იმპორტს, იაპონიაში რუსეთიდან იკრძალება ოქროს, დაზგების, ხის ზოგიერთი სახეობის, არყის იმპორტი.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280194495_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_1b156f5431f69ef18cdcb3549ff4f308.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკა, რუსეთი
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, იაპონიამ, გასული წლის ივლისთან შედარებით, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი თითქმის 5680%-ით გაზარდა, ნათქვამია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო სტატისტიკის მონაცემებში.
მაჩვენებლის ზრდამ ზუსტად 5679,4% შეადგინა.
ამასთან აღინიშნება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ზოგი პროდუქტის იმპორტი:
თევზეულისა და თევზის პროდუქტების იმპორტი — 35,3%-ით; ბოსტნეულის იმპორტი — 30%-ით;
თხევადი გაზის იმპორტი — 53,6%-ით;
ნახშირის იმპორტი — 72,9%-ით;
ფერადი ლითონების იმპორტი — 69,5%-ით;
ასევე შემცირდა ფერადი ლითონების მადნების შეძენა 93%-ით და რკინისა და ფოლადის პროდუქციის შეძენა — 52,2%-ით.
რაც შეეხება იაპონიიდან რუსეთში პროდუქციის გატანას, გაიზარდა სამედიცინო პროდუქტების ექსპორტი — 1123%-ით, ასევე სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტი — 84%-ით. თუმცა შემცირდა სათადარიგო ნაწილების მიწოდება — 44,4%-ით.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ივლისში რუსეთში იაპონური ექსპორტი 25%-ითაა მომატებული და 347,85 მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო იმპორტი 69,6%-ით შემცირდა და 367,31 მილიონ დოლარამდე დაეცა.
იაპონიამ სანქციების დაწესებიდან დღემდე რუსეთის 987 მოქალაქეს გაუყინა აქტივები. ამასთან აიკრძალა რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტი, მათ შორის „ლუქს" კლასის ავტომობილების, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების, კოსმეტიკის, ტყავის საქონლის ექსპორტი. გარდა ამისა, აკრძალულია ნავთობის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების, ზოგი სამედიცინო საქონლის, ნახევარგამტარებისა და სხვა მრავალი სახის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.
რაც შეეხება იმპორტს, იაპონიაში რუსეთიდან იკრძალება ოქროს, დაზგების, ხის ზოგიერთი სახეობის, არყის იმპორტი.