https://sputnik-georgia.com/20230817/tbc-bank-sauketeso-korporatiuli-cifruli-bankigaxda-saqartvelosi-281297952.html
TBC Bank საქართველოს საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი გახდა
TBC Bank საქართველოს საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი გახდა
Sputnik საქართველო
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ტექნოლოგიებისა და კონსალტინგის სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T10:02+0400
2023-08-17T10:02+0400
2023-08-17T16:28+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/46/244624696_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_befe2d8ff157540f2af76c26f682ba29.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საფინანსო სამყაროში გავლენიანმა ჟურნალმა Global Finance-მა TBC Bank („თიბისი ბანკი") საქართველოს საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა, TBC-მ განსაკუთრებული აღიარება მიიღო 18 ნომინაციაში როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. გამარჯვებული საფინანსო ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შეარჩიეს რამდენიმე კრიტერიუმით: ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში საუკეთესო ბანკებს ასახელებს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance რეგულარულად აჯილდოვებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს საფინანსო საზოგადოებისთვის კი Global Finance-ის ჯილდო საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/46/244624696_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8cb9ce9bd56aac7f47c8cd1592e2ed9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა
TBC Bank საქართველოს საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი გახდა
10:02 17.08.2023 (განახლებულია: 16:28 17.08.2023) ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ტექნოლოგიებისა და კონსალტინგის სფეროს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საფინანსო სამყაროში გავლენიანმა ჟურნალმა Global Finance-მა TBC Bank („თიბისი ბანკი") საქართველოს საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, TBC-მ განსაკუთრებული აღიარება მიიღო 18 ნომინაციაში როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.
„რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. „თიბისის“ მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს „თიბისის" საქმიანობის კომპანიის მისიასთან სრულ შესაბამისობას", – განაცხადა TBC-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
გამარჯვებული საფინანსო ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით.
საუკეთესო ციფრული ბანკები შეარჩიეს რამდენიმე კრიტერიუმით:
მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები;
მომხმარებლების რაოდენობის ზრდა;
ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვ.
ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში საუკეთესო ბანკებს ასახელებს სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით.
საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
Global Finance რეგულარულად აჯილდოვებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს საფინანსო საზოგადოებისთვის კი Global Finance-ის ჯილდო საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.