https://sputnik-georgia.com/20230817/mamakacma-megobari-qalis-fotoebi-mis-axloblebs-gaugzavna-dakavebulia-erti-piri-281328979.html
ინტიმური ფოტოები ქალის ახლობლებს გაუგზავნა: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
ინტიმური ფოტოები ქალის ახლობლებს გაუგზავნა: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T16:19+0400
2023-08-17T16:19+0400
2023-08-17T20:41+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 31 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგონა გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე.წ. სქრინებს მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური
ინტიმური ფოტოები ქალის ახლობლებს გაუგზავნა: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
16:19 17.08.2023 (განახლებულია: 20:41 17.08.2023) დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის 31 წლის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგონა გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე.წ. სქრინებს მობილურ ტელეფონში ინახავდა.
„დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა", – აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა.