ფორუმი „არმია 2023“: რუსეთში უპილოტო კატარღა შეიქმნა

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რუსეთის კინგისეპის მანქანათმშენებელი ქარხნის სპეციალისტებმა ფორუმზე „არმია-2023“ უნიკალური უპილოტო კატარღა წარმოადგინეს, რომელიც პლატფორმა „ვიზირის" ბაზაზეა შექმნილი, აცხადებს ჰოლდინგ KMZ-ის მმართველი დირექტორი მიხაილ დანილენკო.
მისი თქმით, კატარღის სვლის მარაგი 600 კილომეტრს აღწევს მცირე ბრუნვებზე, სიჩქარე კი საათში 80 კილომეტრამდეა.
როგორც დანილენკომ აღნიშნა, კატარღის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად, მოწინააღმდეგეზე დარტყმისთვის, რა დროსაც ის მსუბუქ რაკეტებს გაისვრის.
გარდა ამისა, კატარღას აქვს ადგილზე სრული პოზიციონირების სისტემა და ბაზაზე დაბრუნების ალგორითმი.

„თუ მოწინააღმდეგემ კატარღა ჩაიჭირა, მას აქვს სისტემა, რომელიც ევაკუაციის პუნქტში გაიყვანს. მასში ჩადებულია ბაზაზე დაბრუნების ალგორითმი. შესაბამისი ამოცანის დადგომის შემთხვევაში მას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ფუნქცია, როგორიცაა დესანტის მიყვანა გადასხმის წერტილში, შემდეგ კი უსაფრთხო მანძილზე გასვლა, ნაპირთან მიახლოება და ბაზაზე დაბრუნება", — აღნიშნა დანილენკომ.

გარდა ამისა, ფორუმზე წარმოდგენილია კატარღა ГРК 700 "ვიზირი", რომლის დანიშნულებაც სანაპირო ზოლისა და ფსკერის შესწავლაა.
ჰოლდინგის დირექტორის თქმით, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჰიდროლოკაციური აპარატურის მატარებლისა და ექოლოტისა — წყალქვეშა გარემოს ფოტოგრაფირებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0