https://sputnik-georgia.com/20230817/----281444874.html
მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T21:24+0400
2023-08-17T21:24+0400
2023-08-17T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.გოგი ხარაბაძე 1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“), დათო („ვახშმობის წინ“), ოთარი („ბრალდება“), ღვთისო („მოკვეთილი“), დიტო („სანამ ურემი გადაბრუნდება“), ჯიბო („გუშინდელნი“), ოიდიპოსი („ოიდიპოს მეფე“), ჯორჯ კლარენსი („რიჩარდ მესამე“) და სხვ.განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი („გიორგობისთვე“), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“), ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“), ჰერცოგი („დონ კიხოტი“), თენგიზი („გასეირნება ყარაბაღში“) , მერაბ სეთურიძე („რაიკომის მდივანი“), მირიან ტაბიძე („გამოცხადება“) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: „ირინეს ბედნიერება“ (აბესალომ), „ოთარაანთ ქვრივი“ (გიორგი და სოსია), „სატელევიზიო ოთხთავი“ (1996) და სხვ.ხარაბაძეს შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი, „ბედი ქართლისა“, აკაკი წერეთლის მონოლოგი, ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს „ვეფხისტყაოსანი“, „გალობანი სინანულისანი“.გოგი ხარაბაძე რვა წიგნის ავტორია: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ .
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
21:24 17.08.2023 (განახლებულია: 22:59 17.08.2023) გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
გოგი ხარაბაძე 1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“), დათო („ვახშმობის წინ“), ოთარი („ბრალდება“), ღვთისო („მოკვეთილი“), დიტო („სანამ ურემი გადაბრუნდება“), ჯიბო („გუშინდელნი“), ოიდიპოსი („ოიდიპოს მეფე“), ჯორჯ კლარენსი („რიჩარდ მესამე“) და სხვ.
განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი („გიორგობისთვე“), კაზა ჩხეტია („დათა თუთაშხია“), ნოდარი („ჩემი მეგობარი ნოდარი“), ჰერცოგი („დონ კიხოტი“), თენგიზი („გასეირნება ყარაბაღში“) , მერაბ სეთურიძე („რაიკომის მდივანი“), მირიან ტაბიძე („გამოცხადება“) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: „ირინეს ბედნიერება“ (აბესალომ), „ოთარაანთ ქვრივი“ (გიორგი და სოსია), „სატელევიზიო ოთხთავი“ (1996) და სხვ.
ხარაბაძეს შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი, „ბედი ქართლისა“, აკაკი წერეთლის მონოლოგი, ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს „ვეფხისტყაოსანი“, „გალობანი სინანულისანი“.
გოგი ხარაბაძე რვა წიგნის ავტორია: „თქვენ მომაგონდით“, „კოქსართროზი“, „წყნარად, წარსულო, წყნარად“, „მოთხრობები და მიძღვნები“, „სისხლიანი მეოცე“, „პირველი“, „თამადა“, „სახლი რუსთაველზე“.
გოგი ხარაბაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები: ხელოვნების ქურუმი, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პრემია „საგურამო“ .