https://sputnik-georgia.com/20230817/--------281349541.html
თბილისის მერია: ქსნის ქუჩაზე აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა
თბილისის მერია: ქსნის ქუჩაზე აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქვათაცვენა მიმდინარე მშენებლობებით არის გამოწვეული. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T19:02+0400
2023-08-17T19:02+0400
2023-08-17T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281330061_0:135:1440:945_1920x0_80_0_0_1f0a658877ba633b9e196fd6fd2e7747.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქსნის ქუჩაზე აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს, გამთენიისას დიდუბე–ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ რკინიგზის ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო დროებით შეფერხდა ბათუმი–თბილისის, თბილისი–ბორჯომის და თბილისი–ბათუმის მატარებლების მოძრაობა.მერია ტყუილს უწოდებს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებაც, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით.„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.მერია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრეს-სამსახურთან.„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, შესაბამისი სპეციალისტები ქვათაცვენის ადგილმდებარეობას სწავლობენ მომავალში უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნაბიჯების დასაგეგმად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281330061_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_ada975705abdef493ede62408397e5c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში
თბილისის მერია: ქსნის ქუჩაზე აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა
19:02 17.08.2023 (განახლებულია: 22:08 17.08.2023) მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ქვათაცვენა მიმდინარე მშენებლობებით არის გამოწვეული.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქსნის ქუჩაზე აქამდე ქვათაცვენა არ დაფიქსირებულა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, გამთენიისას დიდუბე–ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ რკინიგზის ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო დროებით შეფერხდა ბათუმი–თბილისის, თბილისი–ბორჯომის და თბილისი–ბათუმის მატარებლების მოძრაობა.
მერია ტყუილს უწოდებს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებაც, თითქოს ქვათაცვენა გამოწვეულია მიმდინარე მშენებლობებით.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტი არ მდებარეობს, უახლოესი მშენებლობა რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მერია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი გადაამოწმონ მერიის პრეს-სამსახურთან.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, შესაბამისი სპეციალისტები ქვათაცვენის ადგილმდებარეობას სწავლობენ მომავალში უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნაბიჯების დასაგეგმად.