ბუნება, ღვინო და მუსიკა - კიკეთში ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Ostapkovich / გადასვლა მედიაბანკშიქართული ღვინო და ყურძენი
ქართული ღვინო და ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
სპეციალურად ფესტივალისთვის მუხის ტყეში მოეწყობა გარემო, სადაც სტუმრები დაისვენებენ, გასინჯავენ სხვადასხვა მარნის ღვინოებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. კიკეთში 19 აგვისტოს გაიმართება მუსიკალური ფესტივალი Kiketi Fest, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორგანიზატორები ფესტივალზე ეპატიჟებიან ყველას, ვისაც უყვარს ბუნებაში დროის გატარება კარგი მუსიკის და ქართული ნატურალური ღვინის თანხლებით.
სპეციალურად ფესტივალისთვის მუხის ტყეში მოეწყობა გარემო, სადაც სტუმრები დაისვენებენ, გასინჯავენ სხვადასხვა მარნის ღვინოებს.
ორგანიზატორებმა გასტრონომიულ ნაწილზეც იზრუნეს – იქნება გრილზე მომზადებული კერძები და სხვა გემრიელობები.
საღამოს ფესტივალის სტუმრები ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს დაესწრებიან.
ფესტივალზე დასასწრებად საჭიროა ბილეთის შეძენა.
ყველა ახალი ამბავი
0