უფრთხილდით მზესუმზირის მოყვარულ ადამიანებს: სახიფათო „ბუნჩულები“ თქვენ გვერდით

© Unsplash/Devi Puspita Amartha Yahyaმზესუმზირა
მზესუმზირა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ფსიქოლოგიაში არსებობს მიმდინარეობა, რომელიც ადამიანის საკვებისადმი დამოკიდებულებასა და მისი შინაგანი სამყაროს თავისებურებებს შეისწავლის, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, სრულად ასახავს ჩვენს ქვეცნობიერს. მაგალითად, დედა, რომელიც ორსულობისას 25 და მეტ კილოგრამს იმატებს წონაში — თავგადაკლული პერფექციონისტია და ისწრაფვის ყველაფერი მისცეს ბავშვს.
ასეთები „იდეალური დედის“ მძიმე ტვირთს იკიდებენ ზურგზე, თუმცა ცოტა ხანში, როგორც წესი, „იწვებიან“. ეს იმიტომ, რომ იდეალური დედები უბრალოდ არ არსებობენ!

ან, ავიღოთ, მაგალითად, გოგონა, რომელიც გახდომის მიზნით ყოველი ჭამის შემდეგ ღებინებას იწვევს. იდეალურად ქცევის ამგვარ მახინჯ ფორმას ის მოზარდები ირჩევენ, რომლებსაც მშობლებთან ურთიერთობა ძალიან უჭირთ. გამორიცხული არ არის, ასეთი მოზარდი ოჯახში დესპოტიზმისა და ჭარბი კონტროლის ან, პირიქით, ალერსიანი ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლი იყოს...
მოკლედ, მზესუმზირის თემაზე გადავიდეთ.
„კვებითი“ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანები, რომლებსაც იმდენად უყვართ მზესუმზირა, რომ ერთ დღესაც ვერ ძლებენ მის გარეშე, ცდილობენ დათრგუნონ აგრესია ირგვლივ მყოფების მიმართ, საკუთარ თავში აგროვებენ ბრაზს და არ ამჟღავნებენ რეალურ გრძნობებს ახლობლებისადმი.

გარეგნულად ისინი საყვარლები და ალერსიანები არიან, მაგრამ შიგნით ბრაზისა და უკმაყოფილების ლავა უდუღთ.

მექანიზმი ასეთია: ადამიანი მზესუმზირას კბილებით კვნეტს, ანუ ყბებსა და კბილებს ძალას ატანს, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აგრესიის ფრქვევას უტოლდება. სწორედ იმ აგრესიისა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ იგროვებს გულში მზესუმზირას მოყვარული.

რატომაა ეს სახიფათო?

იმიტომ, რომ მზესუმზირას მარცვალი ძალიან პატარაა, ხოლო აგრესია – ძალიან ბევრი. თავიდან ეს პატარა მარცვლები ერთგვარ ნარკოტიკად იქცევა და ადამიანს „ლომკაც“ კი ეწყება, თუ მზესუმზირაზე ხელი არ მიუწვდება.

შემდეგ აგრესია ნელ-ნელა გადმოიღვრება გარეთ — ჯერ მხოლოდ მათ მიმართ, ვინც შენიშვნას მისცემს ან ზედმეტად გაეხუმრება მზესუმზირას გამო, მერე კი, მოკლე დროში, ბრაზის ლავა მთელი ძალით იფრქვევა გარეთ.

მზესუმზირას მოყვარულებს ისე შეუძლიათ თავის გარშემო სამყაროს ნგრევა, როგორც არავის სხვას. და ეს იმის გამო, რომ სხვები შიგადაშიგ აძლევენ ხოლმე თავს „ორთქლის გამოშვების“ უფლებას, ხოლო მზესუმზირას მოყვარულები ყველა წყენას თავში იმარხავენ და სულში ჯინს ზრდიან.

ასე რომ, ფსიქოლოგები გირჩევენ: სანამ მზესუმზირაზე „შეჯდებით“, ჯობს სახლში კედელს ერთი-ორი თეფში მიალეწოთ.
ყველა ახალი ამბავი
0