https://sputnik-georgia.com/20230816/saqartvelos-cempionati-driftsicentraluri-gza-sami-dre-daiketeba-281281649.html
საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში: ცენტრალური გზატკეცილი სამი დღით დაიკეტება
საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში: ცენტრალური გზატკეცილი სამი დღით დაიკეტება
Sputnik საქართველო
მძღოლებს შემოვლითი გზებით სარგებლობა მოუწევთ. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T18:07+0400
2023-08-16T18:07+0400
2023-08-16T22:33+0400
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281279541_0:0:3580:2015_1920x0_80_0_0_6c0cea3b664435c1bcd62ad3417b7632.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალება დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის ჩატარების გამო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. კერძოდ, საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 330-ე კილომეტრზე, ასევე ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის 1-ელ კილომეტრზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის" ეგიდით და „ბმვ კლუბი საქართველოს" ორგანიზებით დაგეგმილი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი იმართება. ამასთან დაკავშირებით გზების ამ მონაკვეთებზე 2023 წლის 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281279541_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_1b2f1f2bf32e2800f7762fd66d29ac7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში: ცენტრალური გზატკეცილი სამი დღით დაიკეტება
18:07 16.08.2023 (განახლებულია: 22:33 16.08.2023) მძღოლებს შემოვლითი გზებით სარგებლობა მოუწევთ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალება დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის ჩატარების გამო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 330-ე კილომეტრზე, ასევე ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს გზის 1-ელ კილომეტრზე.
აღნიშნულ მონაკვეთებზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის" ეგიდით და „ბმვ კლუბი საქართველოს" ორგანიზებით დაგეგმილი დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი იმართება. ამასთან დაკავშირებით გზების ამ მონაკვეთებზე 2023 წლის 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯიხაშკარი–ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით.