https://sputnik-georgia.com/20230816/pateli-rusetisa-da-crdiloet-koreis-samxedro-tanamsromlobis-sesaxeb-281263533.html
პატელი: მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო თანამშრომლობა გაეროს რეზოლუციას არღვევს
პატელი: მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო თანამშრომლობა გაეროს რეზოლუციას არღვევს
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა, რაზეც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს... 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T09:10+0400
2023-08-16T09:10+0400
2023-08-16T16:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/51/245085163_0:253:2877:1871_1920x0_80_0_0_e02d5117d3029c5494f7eb7ca7c8160d.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა, რაზეც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომელიც კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამის შეზღუდვის მიზნით იქნა მიღებული, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა.მისი თქმით, ვაშინგტონმა მანამდეც არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება კორეისა და რუსეთის დაახლოების გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ისეთი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერას, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა ან ირანი.პატელმა ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი შეახსენა, რომლის მიზანიც საარტილერიო ჭურვების მიწოდებებზე მოლაპარაკება იყო.მიმდინარე წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება აღუთქვა.ჩრდილოეთ კორეა ცდილობს უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს კრემლთან, მან მხარი დაუჭირა მოსკოვს უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში. ამასთან ფხენიანი აშშ-სა და დასავლეთს „ჰეგემონისტურ პოლიტიკასა" და „ამპარტავნებაში“ ადანაშაულებს.აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინს იაპონიის კოლონიალური ბატონობისგან კორეის გათავისუფლების 78-ე წლისთავი მიულოცა და რუსეთის მთავრობას, არმიასა და ხალხს „საბრძოლო სალამი“ გადასცა.კიმის თქმით, წითელი არმიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა, რომლებმაც იაპონური მილიტარიზმის დამარცხებაში მიიღეს მონაწილეობა, „დიდი წვლილი შეიტანეს კორეისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ხალხების გათავისუფლებაში“, რითაც კორეულ-რუსული მეგობრობის „დიდებულ ტრადიციებს ჩაეყარა საფუძველი“.
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24508/51/245085163_74:0:2803:2047_1920x0_80_0_0_8274da42dede4a6891db3057015efb5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , ჩრდილოეთი კორეა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , ჩრდილოეთი კორეა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა, რაზეც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომელიც კორეის ბირთვული სარაკეტო პროგრამის შეზღუდვის მიზნით იქნა მიღებული, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა მანამდეც არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება კორეისა და რუსეთის დაახლოების გამო.
„ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში", — აღნიშნა პატელმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ისეთი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერას, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა ან ირანი.
პატელმა ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი შეახსენა, რომლის მიზანიც საარტილერიო ჭურვების მიწოდებებზე მოლაპარაკება იყო.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან. ნებისმიერი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხში, ან იარაღით ვაჭრობა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს", — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მიმდინარე წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება აღუთქვა.
ჩრდილოეთ კორეა ცდილობს უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს კრემლთან, მან მხარი დაუჭირა მოსკოვს უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში. ამასთან ფხენიანი აშშ-სა და დასავლეთს „ჰეგემონისტურ პოლიტიკასა" და „ამპარტავნებაში“ ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინს იაპონიის კოლონიალური ბატონობისგან კორეის გათავისუფლების 78-ე წლისთავი მიულოცა და რუსეთის მთავრობას, არმიასა და ხალხს „საბრძოლო სალამი“ გადასცა.
კიმის თქმით, წითელი არმიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა, რომლებმაც იაპონური მილიტარიზმის დამარცხებაში მიიღეს მონაწილეობა, „დიდი წვლილი შეიტანეს კორეისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ხალხების გათავისუფლებაში“, რითაც კორეულ-რუსული მეგობრობის „დიდებულ ტრადიციებს ჩაეყარა საფუძველი“.