https://sputnik-georgia.com/20230816/oragulis-katleti-tartaris-sousit-281267179.html
ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით: დეტალური ვიდეორეცეპტი
ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით: დეტალური ვიდეორეცეპტი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ორაგულის უგემრიელესი კატლეტის რეცეპტს, რომელიც ტარტარის სოუსით მზადდება. რეცეპტი კულინარმა ნათია მონტგომერიმ გაგვიზიარა. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T13:50+0400
2023-08-16T13:50+0400
2023-08-16T20:12+0400
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/52/238135240_8:0:2376:1332_1920x0_80_0_0_2fa77a843ad357fad211beca57b5a0d2.jpg
კატლეტისთვის დაგჭირდებათ:ტარტარის სოუსისთვის დაგჭირდებათ:მომზადების წესიადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და პილპილი, შემდეგ მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.სანამ თევზი იხარშება, მოამზადეთ ტარტარის სოუსი.ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ მაიონეზი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ჯონჯოლი, ლიმონის ცედრა, მდოგვი და კარგად აურიეთ.შემდეგ ჩააწურეთ ლიმონის წვენი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.დაუბრუნდით ორაგულს. მოხარშულ თევზს მოაცალეთ კანი და ფხები და დააქუცმაცეთ.დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, სიმინდი, პირშუშხა, მდოგვი, მაიონეზი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.დაფაზე დაყარეთ საფანელი და ამოავლეთ მასში თევზის ფარშისგან გაკეთებული ბურთულები. შემდეგ გააბრტყელეთ ეს ბურთულები და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე გახურებულ ზეთში. შეწვას 5 წუთი სჭირდება.კერძის გაფორმებაერთი მეორეზე დაალაგეთ 3 კატლეტი. თითოეულს წაუსვით ტარტარის სოუსი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ზემოდან გააფორმეთ კაპერსით ან ზეითუნის ხილით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით
Sputnik საქართველო
კულინარმა ნათია მონტგომერიმ Sputnik-საქართველოს ორაგულის გემრიელი კატლეტის ტარტარის სოუსით მომზადების რეცეპტი გაუზიარა
2023-08-16T13:50+0400
true
PT2M17S
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23813/52/238135240_304:0:2080:1332_1920x0_80_0_0_b302b0d76a0072b58fa964552385c83d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო, видео
გემრიელი სამზარეულო, видео
ორაგულის კატლეტი ტარტარის სოუსით: დეტალური ვიდეორეცეპტი
13:50 16.08.2023 (განახლებულია: 20:12 16.08.2023) გთავაზობთ ორაგულის უგემრიელესი კატლეტის რეცეპტს, რომელიც ტარტარის სოუსით მზადდება. რეცეპტი კულინარმა ნათია მონტგომერიმ გაგვიზიარა.
კატლეტისთვის დაგჭირდებათ:
გაყინული ორაგულის სტეიკი — 5-6 ცალი;
სურნელოვანი პილპილი — 1 ჩაის კოვზი;
წითელი ბულგარული წიწაკა — 1 ცალი;
კონსერვირებული სიმინდი — ½ ჭიქა;
მდოგვის მარცვლები — 1 ჩაის კოვზი;
ოხრახუში — 2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით;
კარგი ხარისხის ზეთი — ½ ჭიქა;
ტარტარის სოუსისთვის დაგჭირდებათ:
დაჭრილი ჯონჯოლი — 2 სუფრის კოვზი;
ლიმონის წვენი — 2 სუფრის კოვზი;
მდოგვის მარცვლები — 1 ჩაის კოვზი;
ოხრახუში — 2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და პილპილი, შემდეგ მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
სანამ თევზი იხარშება, მოამზადეთ ტარტარის სოუსი.
ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ მაიონეზი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ჯონჯოლი, ლიმონის ცედრა, მდოგვი და კარგად აურიეთ.
შემდეგ ჩააწურეთ ლიმონის წვენი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუბრუნდით ორაგულს. მოხარშულ თევზს მოაცალეთ კანი და ფხები და დააქუცმაცეთ.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, სიმინდი, პირშუშხა, მდოგვი, მაიონეზი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ.
დაფაზე დაყარეთ საფანელი და ამოავლეთ მასში თევზის ფარშისგან გაკეთებული ბურთულები. შემდეგ გააბრტყელეთ ეს ბურთულები და ორივე მხრიდან შეწვით ტაფაზე გახურებულ ზეთში. შეწვას 5 წუთი სჭირდება.
ერთი მეორეზე დაალაგეთ 3 კატლეტი. თითოეულს წაუსვით ტარტარის სოუსი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ზემოდან გააფორმეთ კაპერსით ან ზეითუნის ხილით.