https://sputnik-georgia.com/20230816/nani-bregvazeze-films-ireben-281279311.html
ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
Sputnik საქართველო
ფილმის გადაღებებში ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობს. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T17:27+0400
2023-08-16T17:27+0400
2023-08-16T22:23+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279349570_0:539:1365:1307_1920x0_80_0_0_49ff3d907c542752159983189e7ba652.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართული ესტრადის ლეგენდაზე ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. კადრი გადასაღები მოედნიდან სოციალურ ქსელში დირიჟორმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გამოაქვეყნა. კადრში ნიკოლოზ რაჭველი ფორტეპიანოზე უკრავს, ხოლო ნანი ბრეგვაძე მის გვერდით ზის და მღერის. სხვა დეტალები დოკუმენტურის ფილმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში, ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. 1961 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ხოლო სასცენო მოღვაწეობა უფრო ადრე, 1956 წელს დაიწყო. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა. ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერას 1980 წლიდან დაიწყო, მანამდე კი მღეროდა ანსამბლებში „რერო" (1959-1964) და „ორერა" (1965-1980).ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები", „შეხვედრა მთაში", „დათა თუთაშხია", „საბუდარელი ჭაბუკი", „განგაში" და სხვ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279349570_0:178:1366:1202_1920x0_80_0_0_032bbf4a8f5ef83723f2d0657fe27bdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ
17:27 16.08.2023 (განახლებულია: 22:23 16.08.2023) ფილმის გადაღებებში ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობს.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართული ესტრადის ლეგენდაზე ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. კადრი გადასაღები მოედნიდან სოციალურ ქსელში დირიჟორმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გამოაქვეყნა.
კადრში ნიკოლოზ რაჭველი ფორტეპიანოზე უკრავს, ხოლო ნანი ბრეგვაძე მის გვერდით ზის და მღერის.
„დოკუმენტური ფილმის გადაღება ნანიზე. ეპიზოდი ბათუმში", – დააწერა ფოტოს მაესტრომ.
სხვა დეტალები დოკუმენტურის ფილმის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში, ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. 1961 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ხოლო სასცენო მოღვაწეობა უფრო ადრე, 1956 წელს დაიწყო.
მას დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიკული სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს როგორც ქართულ, ასევე რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით, ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა.
ნანი ბრეგვაძემ სოლო კარიერას 1980 წლიდან დაიწყო, მანამდე კი მღეროდა ანსამბლებში „რერო" (1959-1964) და „ორერა" (1965-1980).
ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები", „შეხვედრა მთაში", „დათა თუთაშხია", „საბუდარელი ჭაბუკი", „განგაში" და სხვ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი