მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaკონტრაბანდული სიგარეტი
კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
სამართალდამრღვევებს საქონელი ჩამოერთვათ და ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი" და „ვალე" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად 45 ათასზე მეტი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს საქონელი ჩამოერთვათ. თითოეულ მათგანს 1.000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.
გარდა ამისა, 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და, რადგან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს 3 ათასი ლარის ჯარიმა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0