https://sputnik-georgia.com/20230816/igegmeba-bowormis-cixe-kompleqsis-reabilitacia-281280563.html
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოჭორმის ციხე-კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოჭორმის ციხე-კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს
Sputnik საქართველო
ბოჭორმის კომპლექსს XX საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T17:48+0400
2023-08-16T17:48+0400
2023-08-16T22:28+0400
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/17/268797450_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_09dcd385a0e915166c5a40a5ba31795c.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოჭორმის ციხე-კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ძეგლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი და საპროექტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რისთვისაც ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის ძლიერ დაზიანებული, კრიტიკული უბნების მონიშვნა. კვლევითი და საპროექტო სამუშაოების დაწყებამდე კი ბოჭორმის ციხე-კომპლექსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ხე-მცენარეებისგან გათავისუფლების მასშტაბური პროექტი დასრულდა. სააგენტოს ცნობით, ძეგლის ტერიტორიაზე ამოსული ხე-მცენარეები აზიანებდა გალავანს და საფრთხეს უქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით მოინიშნა მოსაჭრელი ხეები, შედგა ტყეკაფის პასპორტები და ტყეკაფის აღრიცხვის უწყისები. ამის შემდეგ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სახიფათო ხეების მოჭრა, დაჭრა და დასაწყობება. ბოჭორმის უძველესი ციხე კახეთში, მდინარე ივრის ხეობაში, უჯარმა–თიანეთის გზასთან ახლოს, 1300 მეტრის სიმაღლეზე მთის მწვერვალზე მდებარეობს. X საუკუნეში ბოჭორმის ციხე კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. ახლა ამ ისტორიული ნაგებობისგან ნანგრევები დარჩა, თუმცა თავის დროზე ეს ციხე-სიმაგრე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ნაგებობა ერეკლე მეორის მეფობის დროს აღადგინეს, რომელიც რეგიონის მისადგომებს მტრისგან XVIII საუკუნის ბოლომდე იცავდა. ბოჭორმის ციხე შედგებოდა ორი ნაწილისგან – გარე და შიდა ციხისგან. შიდა ნაწილში შენარჩუნებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია, სადაც კედლებზე კიდევ შემორჩა XII და XVIII საუკუნეების ფრესკები. აქ ასევე იხილავთ სხვა ნაგებობების ნანგრევებს. გარე ნაწილისგან ახლა მხოლოდ დანგრეული კედლები და კოშკები დარჩა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/17/268797450_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_346dba7f2093f356345074333f2541ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოჭორმის ციხე-კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს
17:48 16.08.2023 (განახლებულია: 22:28 16.08.2023) ბოჭორმის კომპლექსს XX საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოჭორმის ციხე-კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ძეგლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი და საპროექტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რისთვისაც ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის ძლიერ დაზიანებული, კრიტიკული უბნების მონიშვნა.
კვლევითი და საპროექტო სამუშაოების დაწყებამდე კი ბოჭორმის ციხე-კომპლექსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ხე-მცენარეებისგან გათავისუფლების მასშტაბური პროექტი დასრულდა.
სააგენტოს ცნობით, ძეგლის ტერიტორიაზე ამოსული ხე-მცენარეები აზიანებდა გალავანს და საფრთხეს უქმნიდა არქიტექტურულ ნაგებობებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ერთობლივი თანამშრომლობით მოინიშნა მოსაჭრელი ხეები, შედგა ტყეკაფის პასპორტები და ტყეკაფის აღრიცხვის უწყისები. ამის შემდეგ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სახიფათო ხეების მოჭრა, დაჭრა და დასაწყობება.
ბოჭორმის უძველესი ციხე კახეთში, მდინარე ივრის ხეობაში, უჯარმა–თიანეთის გზასთან ახლოს, 1300 მეტრის სიმაღლეზე მთის მწვერვალზე მდებარეობს.
X საუკუნეში ბოჭორმის ციხე კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. ახლა ამ ისტორიული ნაგებობისგან ნანგრევები დარჩა, თუმცა თავის დროზე ეს ციხე-სიმაგრე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ნაგებობა ერეკლე მეორის მეფობის დროს აღადგინეს, რომელიც რეგიონის მისადგომებს მტრისგან XVIII საუკუნის ბოლომდე იცავდა.
ბოჭორმის ციხე შედგებოდა ორი ნაწილისგან – გარე და შიდა ციხისგან. შიდა ნაწილში შენარჩუნებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია, სადაც კედლებზე კიდევ შემორჩა XII და XVIII საუკუნეების ფრესკები. აქ ასევე იხილავთ სხვა ნაგებობების ნანგრევებს. გარე ნაწილისგან ახლა მხოლოდ დანგრეული კედლები და კოშკები დარჩა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.