https://sputnik-georgia.com/20230816/birtvuli-omis-safrtxe-koreis-naxevarkunzulze-281264021.html
მხოლოდ ფიზიკური ძალა: ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს ელოდება
მხოლოდ ფიზიკური ძალა: ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს ელოდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთადერთი საშუალება მხოლოდ ფიზიკური ძალაა, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის... 16.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-16T11:36+0400
2023-08-16T11:36+0400
2023-08-16T18:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089987_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_f85eb02c9cb8d6f134bdb6944d1d861a.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთადერთი საშუალება მხოლოდ ფიზიკური ძალაა, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კან სუნ ნამმა მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე.მისი თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომის თავიდან აცილება შეუძლებელია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მიიღეს ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელშიც სეულმა მიიღო პირობა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები ოპერატიულად გამოიყენებს „ალიანსის მთელ ძალას“, ატომური იარაღის ჩათვლით.კიდევ უფრო ადრე, გასული წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იაპონელ კოლეგა იასუკაძე ჰამადასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაიცვას კუნძულოვანი სახელმწიფო „ტრადიციული შეიარაღებისა და ბირთვული შესაძლებლობების მთელი არსენალის" გამოყენებით. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ შეიძლება შეუქმნას საფრთხე იაპონიას.
ჩრდილოეთი კორეა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/16/252089987_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_26ede9c89d5145524b7b310dd20bf371.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, აშშ
მხოლოდ ფიზიკური ძალა: ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს ელოდება
11:36 16.08.2023 (განახლებულია: 18:49 16.08.2023) თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთადერთი საშუალება მხოლოდ ფიზიკური ძალაა, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კან სუნ ნამმა მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე.
მისი თქმით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ომის თავიდან აცილება შეუძლებელია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.
„დღეს უკვე აღარ დგას საკითხი, მოხდება თუ არა ბირთვული ომი კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ საკითხი დგას ასე: ვინ და როდის დაიწყებს მას. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მარიონეტების მხრიდან ბირთვული ომის მანია კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას ბირთვული ომის ახალ კერად აქცევს“, — აღნიშნა მან.
მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მიიღეს ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელშიც სეულმა მიიღო პირობა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში შეერთებული შტატები ოპერატიულად გამოიყენებს „ალიანსის მთელ ძალას“, ატომური იარაღის ჩათვლით.
კიდევ უფრო ადრე, გასული წლის სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იაპონელ კოლეგა იასუკაძე ჰამადასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაიცვას კუნძულოვანი სახელმწიფო „ტრადიციული შეიარაღებისა და ბირთვული შესაძლებლობების მთელი არსენალის" გამოყენებით. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, თუ ვინ შეიძლება შეუქმნას საფრთხე იაპონიას.