საქართველოში არასრულ ორ თვეში 22 ადამიანი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
მაშველებმა ზღვაში, მდინარეებში, ტბებსა და აუზებში დახრჩობას 67 ადამიანი გადაარჩინეს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათგან ცხრა არასრულწლოვანია, იუწყება ტელეკომპანია PalitraNews.
საანგარიშო პერიოდში ზღვაში სამი ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, 12 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი, ტბაში – ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
გარდა ამისა, ერთი არასრულწლოვანი აუზში დაიხრჩო, იუწყება არხი.
ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით მაშველებმა ზღვაში, მდინარეებში, ტბებსა და აუზებში დახრჩობას 67 ადამიანი გადაარჩინეს.
ყველა ახალი ამბავი
0