მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები

© AP Photo / Alvaro Barrientosძროხები და ცხენები საძოვარზე
ძროხები და ცხენები საძოვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა მეცხოველეობის შესახებ წინასწარი მონაცემები წარმოადგინა
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2023 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5,6%-ით შემცირდა და 929,7 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446,5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება.
© Sputnik / Viktor Kaminskyძროხები გზაზე
Военно-Грузинская дорога. Путешествия на машине Делика. Коровы на горной дороге - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
ძროხები გზაზე
საანგარიშო პერიოდში ღორის რაოდენობა 161,8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21,2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, შეინიშნება ფრინველის რაოდენობის მცირედით - 0,6%-ით ზრდა. ქვეყანაში მეორე კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 10,9 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
მეორე კვარტალში ხორცის წარმოებამ 17,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8,2%-ით ნაკლებია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5,6%-ით გაიზარდა და 206 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 5,3%-ით შემცირდა (161,4 მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
აპრილ-ივნისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 44,8 ათასი სული შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით მეტია. ამავე დროს იმპორტი სამჯერ გაიზარდა და 3,5 ათასი სული შეადგინა.
© photo: Sputnik / Vitaly Timkivქათმები ფერმაში
Курицы на ферме - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
ქათმები ფერმაში
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 3,9 მლნ ფრთა (+17,2%) შეადგინა, იმპორტმა - 2,5 მლნ ფრთა (+101,3%).
ღორის იმპორტი 54,5%-ით გაიზარდა და 36 ათას სულს გაუტოლდა. რაც შეეხება ექსპორტს, მეორე კვარტალში ეს იყო მხოლოდ 100 სული ღორი - 66,7%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წლის აპრილ-ივნისში იყო.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0