ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა: რა გაკეთდა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia გზის მშენებლობა რიკოთზე
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მიმდინარეობს ჯამში 203 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა, რაც 2023-2024 წლებში დასრულდება, ასევე მიმდინარეობს 1800 კმ-მდე შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13,5%-იანი გადაჭარბებით შეასრულა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რეგიონული განვითარების სამინისტრო ჩართულია საქართველოში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში, მათ შორის შიდასახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობაში, ქალაქების და წყალმომარაგების სისტემების განახლებაში. 2023 წელს უწყების ბიუჯეტმა 3,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 2 მილიარდი შეადგინა საბიუჯეტო სახსრებმა, დანარჩენი იყო სესხები და გრანტები კონკრეტული პროგრამებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამინისტრომ უკვე 1,3 მლრდ ლარი აითვისა.
რა ეტაპზეა გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე >>
კერძოდ, მიმდინარეობს ჯამში 203 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა, რაც 2023-2024 წლებში დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს 1800 კმ-მდე შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია.
167 ლოკაციაზე მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების, საერთო ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს ახალციხის, ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს, ბოლნისის, წნორის სპორტული კომპლექსებისა და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0