ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს

© AP Photo / Andres Kudackiვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს. მათ მფარველი ანგელოზი მუდამ იცავს, კოსმოსი ძალითა და ენერგიით ავსებს.
ჩვენი მფარველი ძალები გვიცავენ, გვასწავლიან, გვიტარებენ გაკვეთილს, მიგვითითებენ ილუზიებსა და შეცდომებზე. უხილავი გზავნილების გაშიფვრა რთულია და თუ ამას ვერ შევძლებთ, კვლავ და კვლავ ვუშვებთ შეცდომებს.
ასეთ ადამიანებზე ამბობენ, „პერანგით დაიბადაო“. გვიკვირს, როგორ ახერხებენ ისინი სრულიად უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლას განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე. ჩვეულებრივ, ეს ადამიანები ზოდიაქოს განსაზღვრული თანავარსკვლავედის ქვეშ იბადებიან.
ტყუპი
ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენა, რომელიც ტყუპების ცხოვრებაში ხდება, ესაა შემთხვევა და თან - ბედნიერი. ისინი პოულობენ სასარგებლო ინფორმაციას, ხვდებიან საჭირო ადამიანებს, იღებენ საჭირო ცოდნას, ისინი სწრაფად საზღვრავენ გარშემომყოფების მოთხოვნებს, იციან, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში, ცხოვრებას მარტივად მიჰყვებიან. მათ ნებისმიერი სიტუაციის თავიანთ მოკავშირედ ქცევა შეუძლიათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
ქალწული
ქალწულები მიიჩნევენ, რომ ყველა წარმატება მათ ცხოვრებაში საკუთარ თავზე თავდაუზოგავი შრომის, საფუძვლიანი ანალიზის შედეგია. მაგრამ მათი ყველა გადაწყვეტილება ზემოდანაა ნაკარნახევი. ქალწულები გრძნობენ, როდის დგება აქტიურობის დრო, როდის უნდა შეჩერდნენ. მათი თვისებები, როგორიცაა გამჭრიახობა, დაკვირვების უნარი, ამტანობა, ზეციური მფარველების დახმარებით ბევრად იზრდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს არ ეშინია ოცნების, რადგან სასურველს იოლად იღებს, მისი ჩანაფიქრი სწრაფად ხორციელდება. მისი იღბალი გარშემომყოფებზეც ვრცელდება. ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, ის სწორ გზაზე აყენებს ახლობლებსაც. ის, როგორც ენერგიის წყარო, მიდის ცხოვრების გზაზე, არ იცის დაღლა, ეხმარება ყველას, ვისაც ხვდება. ძალებს კი მას ზეციური ანგელოზები აძლევენ და თავად ეს ნიშანი ამას არ უარყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0