UOC: უკრაინის პოლიციამ კიევ-პეჩორის ლავრაზე შტურმი მიიტანა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა კიევ-პეჩორის ლავრის სამი კორპუსის შტურმი დაიწყეს, წერს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში (UOC) საკუთარ Telegram-არხზე.

„ზუსტად ახლა მიმდინარეობს ლავრის 54-ე, 57-ე და 58-ე კორპუსების შტურმი. როგორც კიევ-პეჩერის ლავრა იუწყება, პოლიციამ აღნიშნულ კორპუსებს ალყა შემოარტყა. მათ უკვე მოჭრეს საკეტები და შეიჭრნენ 57-ე კორპუსში", — ამბობენ UOC- ში.

მათი განმარტებით, აღნიშნულ კორპუსებში ცხოვრობენ არა მხოლოდ მომლოცველები, არამედ კიევ-პეჩორის ლავრის ბერების ნაწილიც.
როგორც რუსეთის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, შენობაში შეჭრილი პოლიცია ავტომატებითაა შეიარაღებული.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ლავრის დატოვება მოსთხოვა, სადაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის რეზიდენციაა განთავსებული. ნაკრძალმა „კიევ-პეჩორის ლავრამ“ ბერებს რამდენიმე კორპუსის გათავისუფლება ივლისის დასაწყისამდე დაავალა.
ყველა ახალი ამბავი
0