მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მიუღებელი ესკალაცია“: სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ქმედება დაგმო

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რუსეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ შავი ზღვის უკრაინის პორტებში შემავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთების პოტენციურ გადამზიდავად განიხილავს, მიუღებელი ესკალაციაა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე.
ასეთი კომენტარი მან შავ ზღვაში თურქული სამოქალაქო გემის, Sukru Okan-ის მიმართ „რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებთან“ დაკავშირებით გააკეთა.
„რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველა გემი, რომელიც უკრაინის პორტებისკენ მიემართება შავ ზღვაში, სამხედრო ტვირთების პოტენციურ გადამზიდავად განიხილება. ეს, ჩვენი აზრით, მიუღებელი ესკალაციაა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსკოვის პასუხისმგებლობას იმ ფაქტზე, რომ მარცვლეული არ მიდის იქ, სადაც საჭიროა“, — აღნიშნა პატელმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ კვლავაც განაგრძობს შავ ზღვაში არსებული ვითარების მონიტორინგს, და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს დილით რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ პალაუს დროშით მცურავ გემ Sukru Okan-ს, რომელიც იზმაილის პორტისკენ მიემართებოდა, და რომელმაც არ უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს, შეჩერებულიყო დასათვალიერებლად. ამის შემდეგ რუსები გემზე გადავიდნენ, შეამოწმეს იგი და მხოლოდ ამის მერე გაუშვეს.
ყველა ახალი ამბავი
0