https://sputnik-georgia.com/20230815/tu-tvalebs-didxans-ar-axamxamebt-saswrafod-eqimtan-281233739.html
ძალიან საშიში სიმპტომი: თუ თვალებს დიდხანს არ ახამხამებთ – სასწრაფოდ ექიმთან!
ძალიან საშიში სიმპტომი: თუ თვალებს დიდხანს არ ახამხამებთ – სასწრაფოდ ექიმთან!
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დაჟინებული მზერა შეიძლება პარკინსონის დაავადების სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Express პარკინსონის დაავადების ევროპული ასოციაციის... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T15:50+0400
2023-08-15T15:50+0400
2023-08-17T10:49+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281233572_0:79:3072:1807_1920x0_80_0_0_64f3de48b1de94bef2a436deecafbcb7.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დაჟინებული მზერა შეიძლება პარკინსონის დაავადების სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Express პარკინსონის დაავადების ევროპული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ ახამხამებს თვალებს, ეს, შესაძლოა, დაავადების ადრეული მაუწყებელი იყოს. საქმე ისაა, რომ პარკინსონის დაავადების დროს ტვინის ის ნერვული უჯრედები ზიანდება, რომლებიც მამოძრავებელ პროცესებს აკონტროლებს.გარდა ამისა, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ადამიანი უნდა გაფრთხილდეს მაშინაც, თუ ნელი სიარულისას ერთ-ერთი ხელი სხეულის ტაქტის შესაბამისად არ უმოძრავებს.სპეციალისტები პარკინსონის დაავადების სიმპტომებს შორის ასევე ასახელებენ:ამასთან, ზოგ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ხმა შეეცვალოს და უფრო რბილი გაუხდეს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყნოსვის დაკარგვა ასევე შეიძლება იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი.პარკინსონის დაავადება არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება. თანამედროვე მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია განკურნოს დაავადება, თუმცა კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის არსებული მეთოდები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და შეანელოს დაავადების პროგრესირება.წყარო: Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281233572_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_173e73b1c292d4621f57a6b10ea5c48b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დაჟინებული მზერა შეიძლება პარკინსონის დაავადების სიმპტომი იყოს, წერს გამოცემა Express პარკინსონის დაავადების ევროპული ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ ახამხამებს თვალებს, ეს, შესაძლოა, დაავადების ადრეული მაუწყებელი იყოს. საქმე ისაა, რომ პარკინსონის დაავადების დროს ტვინის ის ნერვული უჯრედები ზიანდება, რომლებიც მამოძრავებელ პროცესებს აკონტროლებს.
გარდა ამისა, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ადამიანი უნდა გაფრთხილდეს მაშინაც, თუ ნელი სიარულისას ერთ-ერთი ხელი სხეულის ტაქტის შესაბამისად არ უმოძრავებს.
სპეციალისტები პარკინსონის დაავადების სიმპტომებს შორის ასევე ასახელებენ:
კიდურების ან კისრის არეში დაბუჟებას,
ჩხვლეტებს, ტკივილისა თუ დისკომფორტის შეგრძნებას.
ამასთან, ზოგ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ხმა შეეცვალოს და უფრო რბილი გაუხდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყნოსვის დაკარგვა ასევე შეიძლება იყოს პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშანი.
პარკინსონის დაავადება არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნელა პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება. თანამედროვე მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია განკურნოს დაავადება, თუმცა კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის არსებული მეთოდები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და შეანელოს დაავადების პროგრესირება.