ათასობით აბონენტს თბილისში გაზის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
ბუნებრივი აირი 12,5 ათას აბონენტს 15 აგვისტოდან შეუწყდება.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დიღმის მასივში დაგეგმილია ძველი გაზსადენიდან ქსელის სრულიად ახალ, პოლიეთილენის მილზე გადაერთება, ნათქვამია თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დიღმის მასივში ტექსელის სახელობის სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება.
გაზის მიწოდება აბონენტებს 15 აგვისტოს 23:00 საათიდან შეუწყდებათ. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 აგვისტოს 10:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0