https://sputnik-georgia.com/20230815/saqartvelosi-kaliebis-gavrcelebas-akontroleben-281249590.html
საქართველოში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ
საქართველოში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ
Sputnik საქართველო
FAO-ს შეფასებით, საქართველოს კალიებთან ბრძოლის ერთ-ერთი სანიმუშო სისტემა აქვს რეგიონში. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T18:13+0400
2023-08-15T18:13+0400
2023-08-15T18:13+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281245832_220:242:1104:739_1920x0_80_0_0_494cff32d67ddfffc908a71003529067.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხ რეგიონში 70 ათასი ჰექტარი მიწა დაამუშავეს, რისი წყალობითაც სპეციალისტები ქვეყანაში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში. სპეციალური სამუშაოები ჩატარდა კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მავნებლის მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობების ფონზე მეზობელ ქვეყნებში კალიების გავრცელების არეალის ზრდა შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ საქართველო 10 ქვეყანასთან ერთად ჩართულია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში". პროგრამის ფარგლებში მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. FAO-ს შეფასებით, საქართველოში არსებული კალიებთან ბრძოლის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281245832_239:170:1057:784_1920x0_80_0_0_4a760b5817ee38a34b96045333c08527.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ
FAO-ს შეფასებით, საქართველოს კალიებთან ბრძოლის ერთ-ერთი სანიმუშო სისტემა აქვს რეგიონში.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხ რეგიონში 70 ათასი ჰექტარი მიწა დაამუშავეს, რისი წყალობითაც სპეციალისტები ქვეყანაში კალიების გავრცელებას აკონტროლებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეციალური სამუშაოები ჩატარდა კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მავნებლის მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„საქართველოში დანერგილია მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის უახლესი მეთოდები, რაც ხელს უწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, რაც ამ მავნებლის უკონტროლო გავრცელებას ახასიათებს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობების ფონზე მეზობელ ქვეყნებში კალიების გავრცელების არეალის ზრდა შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 10 ქვეყანასთან ერთად ჩართულია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში".
პროგრამის ფარგლებში მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით.
FAO-ს შეფასებით, საქართველოში არსებული კალიებთან ბრძოლის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა.