https://sputnik-georgia.com/20230815/nariskini-ukrainasi-kanonikuri-eklesia-fizikurad-nadgurdeba-281245666.html
ნარიშკინი: უკრაინაში კანონიკურ ეკლესიას ფიზიკურად ანადგურებენ
ნარიშკინი: უკრაინაში კანონიკურ ეკლესიას ფიზიკურად ანადგურებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უკრაინაში ფიზიკურად ანადგურებენ კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დასავლეთისთვის ამ საკითხში წითელი ხაზები არ არსებობს... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T17:14+0400
2023-08-15T17:14+0400
2023-08-15T17:14+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
კიევ-პეჩორის ლავრა
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/78/227687866_0:28:2477:1421_1920x0_80_0_0_24d7e6768351ad806b69e466a9078397.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უკრაინაში ფიზიკურად ანადგურებენ კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დასავლეთისთვის ამ საკითხში წითელი ხაზები არ არსებობს, მიაჩნია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს.აღნიშნული განცხადება მან მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე გააკეთა.მისი თქმით, „გლობალისტების ლოგიკით, ახალი მსოფლიო წესრიგისათვის ბრძოლის ეპოქაში „ტრადიციული რელიგიები ადამიანების, ქვეყნების დახალხების ძალაუფლებისა და სუვერენიტეტის წყაროა, ამიტომ ისინი უნდააღმოიფხვრას“.რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ „დასავლეთი კიევის ხუნტის მეშვეობით“ ამცნობს მსოფლიოს, რომ მისთვის ამ საკითხში წითელი ხაზები არ არსებობს.ნარიშკინის თქმით, მსგავს „აგრესიულ პოლიტიკას“ აშშ და მისი მხარდამჭერები ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში.მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინაში (UOC) საკუთარ Telegram-არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა კიევ-პეჩორის ლავრის სამი კორპუსზე შტურმი მიიტანეს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22768/78/227687866_0:0:2477:1859_1920x0_80_0_0_3e9246f4bb2e2a56f25b4cdac0fb9fc1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, კიევ-პეჩორის ლავრა, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, კიევ-პეჩორის ლავრა, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უკრაინაში ფიზიკურად ანადგურებენ კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დასავლეთისთვის ამ საკითხში წითელი ხაზები არ არსებობს, მიაჩნია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს.
აღნიშნული განცხადება მან მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაზე გააკეთა.
„დასავლეთი თავს წარმოაჩენს როგორც რელიგიური თავისუფლების, უფრო სწორად, ყოველმხრივი ნებადართულობის მომხრე. ევროპასა და შეერთებულ შტატებში თითქმის ყველაფერი ნებადართულია: ქრისტიანული ჯვრების მოჭრა, ყურანის დაწვა, საღმრთო სიტყვების შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა. ის, რაც ნამდვილად არ შეიძლება, არის საკუთარი რწმენის დაცვა, მისი სერიოზულად აღქმა“, — განაცხადა ნარიშკინმა.
მისი თქმით, „გლობალისტების ლოგიკით, ახალი მსოფლიო წესრიგისათვის ბრძოლის ეპოქაში „ტრადიციული რელიგიები ადამიანების, ქვეყნების დახალხების ძალაუფლებისა და სუვერენიტეტის წყაროა, ამიტომ ისინი უნდააღმოიფხვრას“.
„ამ მიდგომის გამოვლინებას ჩვენა ხლა ვხედავთ უკრაინაში, სადაც პირდაპირ ფიზიკურად ანადგურებენ კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიას", — განაცხადა ნარიშკინმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ „დასავლეთი კიევის ხუნტის მეშვეობით“ ამცნობს მსოფლიოს, რომ მისთვის ამ საკითხში წითელი ხაზები არ არსებობს.
ნარიშკინის თქმით, მსგავს „აგრესიულ პოლიტიკას“ აშშ და მისი მხარდამჭერები ათწლეულების განმავლობაში ატარებდნენ ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში.
მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინაში (UOC) საკუთარ
Telegram-არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა კიევ-პეჩორის ლავრის სამი კორპუსზე შტურმი მიიტანეს.