https://sputnik-georgia.com/20230815/mirejibis-gzatkecilze-qvatacvenis-sawinaarmdego-axali-damcavi-bade-moewyoba-281246206.html
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა
Sputnik საქართველო
გუშინ ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T16:51+0400
2023-08-15T16:51+0400
2023-08-15T16:51+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276373956_0:5:1281:725_1920x0_80_0_0_a4ddf475bbf452d966268e362a1d32e2.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოებია, რომლის ფარგლებში გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა. გუშინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო. კალაძის ინფორმაციით, ანალოგიური პროექტი კოსტავას ქუჩაზე მიმდინაროებს, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. მერიის ცნობით, დაგეგმილი ღონისძიებების გამო 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/03/276373956_0:0:1135:851_1920x0_80_0_0_88c5f4eca85ec6e4f2bf18d97d4147a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა
გუშინ ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოებია, რომლის ფარგლებში გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა.
გუშინ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.
„პირველ ეტაპზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. მოხდება დაანკერება, რათა ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა", - განაცხადა მერმა.
კალაძის ინფორმაციით, ანალოგიური პროექტი კოსტავას ქუჩაზე მიმდინაროებს, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი ღონისძიებების გამო 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.