კონკურსის „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამარჯვებული გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
კარიკატურის ჟანრის პოპულარიზაციისთვის შეიქმნება მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცე, რომლის კონცეფციასაც შეიმუშავებს გამარჯვებული ორგანიზაცია.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი ითვალისწინებს კარიკატურის მუზეუმის ან მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციის შემუშავებას, ექსპოზიციის ციფრული მოდელის შექმნასა და მის პრეზენტაციას.
მიმდინარე წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 35 ათასი ლარს. კულტურის სამინისტროს ორმა განმცხადებელმა მომართა, მათგან დაფინანსდა ერთი პროექტი.
უწყების ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ, საქართველოში კარიკატურის ჟანრის აღორძინებისა და განვითარების მიზნით, 2021 წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა". საკონკურსოდ გამოყოფილი იყო 10 ათასი ლარი, დაფინანსდა ერთი პროექტი და თბილისში გაიმართა ერთი გამოფენა.
2022 წელს კი სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენდა, რომლის ფარგლებშიც თბილისის სამ საგამოფენო სივრცეში გაიმართა სამი გამოფენა - ჩვენება.
ყველა ახალი ამბავი
0