https://sputnik-georgia.com/20230815/gamoavlines-ukanono-tevzweris-faqtebi-281233908.html
გამოავლინეს უკანონო თევზჭერის ფაქტები - ლიდერობს იმერეთი
გამოავლინეს უკანონო თევზჭერის ფაქტები - ლიდერობს იმერეთი
Sputnik საქართველო
უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T12:06+0400
2023-08-15T12:06+0400
2023-08-15T12:06+0400
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/34/233233471_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_dbd6063320b38aed1d070998290d3ae8.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. აქედან 51 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა თბილისშიც - ივლისში შვიდი უკანონო ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი. ამა წლის ივლისში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 1.270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე. საქართველოში ბოლო შვიდ თვეში უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 105 ფაქტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/34/233233471_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_1d8bcda5c38fbda397fdbfb6db41a62d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გამოავლინეს უკანონო თევზჭერის ფაქტები - ლიდერობს იმერეთი
უმეტეს შემთხვევებში ბრაკონიერები თევზჭერისთვის იყენებდნენ ისეთ უკანონო საშუალებებს, როგორიცაა ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ტიპის ბადე და სხვ.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აქედან 51 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი ფაქტი (21) იმერეთში გამოვლინდა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 16, კახეთში - 8, სამეგრელო-ზმო სვანეთში - 7, აჭარაში - 5, გურიაში - 4, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1. ამასთან, მოხერხდა ერთი ფაქტის აღკვეთა.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა თბილისშიც - ივლისში შვიდი უკანონო ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი.
ამა წლის ივლისში პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 1.270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე.
საქართველოში ბოლო შვიდ თვეში უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. აქედან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 105 ფაქტი.