https://sputnik-georgia.com/20230815/ass-rus-dekegatebs-vizebs-ar-azlevs-281228624.html
ანტონოვი: აშშ რუს დელეგატებს APEC-ში მონაწილეობისთვის ვიზებს არ აძლევს
ანტონოვი: აშშ რუს დელეგატებს APEC-ში მონაწილეობისთვის ვიზებს არ აძლევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში (APEC) თავმჯდომარეობას რუსეთის დისკრიმინაციისთვის იყენებს — უარს... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T09:11+0400
2023-08-15T09:11+0400
2023-09-18T15:59+0400
რუსეთი
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში (APEC) თავმჯდომარეობას რუსეთის დისკრიმინაციისთვის იყენებს — უარს ეუბნება ვიზების გაცემაზე და დაბრკოლებებს უქმნის, რათა ვიდეოკავშირის მეშვეობით ფორუმის მუშაობაში ჩართვა ვერ მოახერხოს, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა სიეტლში უფროსი თანამდებობის პირების შეხვედრების სერიაში.რუსი დიპლომატის თქმით, აშშ ამგვარად „კიდევ ერთხელ იყენებს უხეშად მასპინძელი მხარის სტატუსს" და რუსეთის დისკრიმინაციას ახდენს.ანტონოვის თქმით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩო მაქსიმალურ დახმარებას უწევს რუს დელეგატებს, რომლებიც ღონისძიებებს ვერ ესწრებიან და საკუთარ დიპლომატებს გზავნის სიეტლში, რათა ყველაზე სახიფათო დისკუსიები „დაფაროს“.ელჩმა „სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა ნოემბერში სან-ფრანცისკოში დაგეგმილი APEC-ის სამიტთან დაკავშირებით და მოუწოდა აშშ-ს, დროულად გასცეს ყველა მოთხოვნილი ვიზა და ფორუმის თავმჯდომარის ვალდებულებები შეასრულოს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ანტონოვი: აშშ რუს დელეგატებს APEC-ში მონაწილეობისთვის ვიზებს არ აძლევს
09:11 15.08.2023 (განახლებულია: 15:59 18.09.2023) თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აშშ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში (APEC) თავმჯდომარეობას რუსეთის დისკრიმინაციისთვის იყენებს — უარს ეუბნება ვიზების გაცემაზე და დაბრკოლებებს უქმნის, რათა ვიდეოკავშირის მეშვეობით ფორუმის მუშაობაში ჩართვა ვერ მოახერხოს, განაცხადა ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა სიეტლში უფროსი თანამდებობის პირების შეხვედრების სერიაში.
„APEC-ის ხაზით ურთიერთქმედების კონტექსტში სურათი უკიდურესად ნეგატიურია. აღვნიშნავთ, რომ ვაშინგტონის ქმედებები, როგორც ამ ავტორიტეტული მრავალმხრივი პლატფორმის მოქმედი თავმჯდომარისა, აბსოლუტურად მიუღებელია“, — აღნიშნა ანტონოვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, აშშ ამგვარად „კიდევ ერთხელ იყენებს უხეშად მასპინძელი მხარის სტატუსს" და რუსეთის დისკრიმინაციას ახდენს.
„რამდენიმე სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლებს ვიზები არ მისცეს. გარდა ამისა, ვაფიქსირებთ, რომ მრავლდება შემთხვევები, როდესაც საკვანძო სხდომებზე ვიდეოკავშირით ვერ ვერთვებით“, — განაცხადა ანტონოვმა.
ანტონოვის თქმით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩო მაქსიმალურ დახმარებას უწევს რუს დელეგატებს, რომლებიც ღონისძიებებს ვერ ესწრებიან და საკუთარ დიპლომატებს გზავნის სიეტლში, რათა ყველაზე სახიფათო დისკუსიები „დაფაროს“.
ელჩმა „სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა ნოემბერში სან-ფრანცისკოში დაგეგმილი APEC-ის სამიტთან დაკავშირებით და მოუწოდა აშშ-ს, დროულად გასცეს ყველა მოთხოვნილი ვიზა და ფორუმის თავმჯდომარის ვალდებულებები შეასრულოს.