სიონის ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

© Emergency Management Serviceსაძიებო ოპერაცია ტბაზე
საძიებო ოპერაცია ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
სიონის ტბაზე მოზარდის დახრჩობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყავთ და ბავშვი წყლიდან ჯერ არ ამოუსვენებიათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაშველები ადგილზე არიან, ხოლო მყვინთავები თბილისიდან მიდიან.
უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0