https://sputnik-georgia.com/20230815/--------281255717.html
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T20:10+0400
2023-08-15T20:10+0400
2023-08-15T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.შემთხვევა დაბა ლენტეხში გასული წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა.სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა
ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შემთხვევა დაბა ლენტეხში გასული წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეიარაღებული მივიდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან და მერის სამუშაო და მისაღები ოთახების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად შენობაში გაჩნდა ხანძარი, რამაც დააზიანა და გაანადგურა მერის სამუშაო ოთახში არსებული ქონება და ინვენტარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.