კიბერთაღლითობისთვის ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულს საქმე სხვა დანაშაულებრივ ქსელებთან აქვს.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ყაზახეთში კიბერთაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სამართალდამცველებმა 41 წლის მამაკაცი პირდაპირ ალმატის ქუჩაში დააკავეს.
ყაზახეთის პროკურატურა მას თაღლითობაში და დიდი ოდენობის თანხის ე.წ. ფიშინგის მეშვეობით მითვისებაში სდებს ბრალს.
ფიშინგი არის ინტერნეტ-თაღლითობის სახეობა, რომლის მიზანია მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების მიღება. აქ შედის პაროლების, საკრედიტო ბარათების ნომრების, საბანკო ანგარიშების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ბრალდებულს შესაძლოა საქმე ჰქონდეს სხვა დანაშაულებრივ ქსელებთან.
ყველა ახალი ამბავი
0