მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვითარება ორმუზის ყურეში: აშშ გემებს ირანის წყლებისთვის თავის არიდებას ურჩევს

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის და სხვა დასავლური ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები სპარსეთის ყურეში განლაგებულ გემებს ურჩევენ, თავი აარიდონ ირანის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს ცურვას, იუწყება France Press.
„გემებს ეძლევათ რეკომენდაცია, ინაოსნონ ირანის ტერიტორიული წყლებიდან რაცშეიძლება შორს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დაპყრობის რისკი, რომელიც რეგიონში ამჟამად არსებული დაძაბულობიდან გამომდინარეობს და რომლი დეესკალაციისკენაც ვისწრაფვით“, — განუცხადა სააგენტოს აშშ-ის მეხუთე ფლოტის წარმომადგენელმა ტიმ ჰოკინსმა.
საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ს ცნობით, საბერძნეთის, აშშ-ისა დასხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა მანამდე უკვე გააფრთხილეს საკუთარი სავაჭრო ხომალდები მომდევნო 12-72 საათის განმავლობაში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, თუმცა „ირანის ხელისუფლებამ ცრუ საბაბით“ მაინც დაიპყრო ერთ-ერთი სავაჭრო გემი.
მანამდე აშშ-მა სპარსეთის ყურეში სადესანტო ხომალდები Bataan და Carter Hall გაგზავნა, რომლებზეც ათასობით ამერიკელი საზღვაო ქვეითი და მეზღვაური იყო განთავსებული. პენტაგონის განცხადებით, ხომალდების გაგზავნა არის „პასუხი ირანის ბოლო მცდელობებზე, საფრთხე შეუქმნას საქონლის თავისუფალ ნაკადს ორმუზის სრუტესა და მიმდებარე წყლებში“.
ყველა ახალი ამბავი
0