უძილობის წამალი: ინდოელი იოგების მარტივი მეთოდი ერთ წუთში დასაძინებლად - ვიდეო

© unsplash/Alexandra Gornუძილობა
უძილობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
უძილობა ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ის კი არა, კიდევ მეტად ვრცელდება.
ძნელია დაიძინო, როცა თავში ათასი საზრუნავი გიტრიალებს კაცს. ხშირ შემთხვევაში საძილე საშუალებებიც კი უძლურია ხოლმე სიფხიზლის დასათრგუნად.
მაგრამ თურმე შეიძლება პრეპარატებს არც კი მიმართო, ვინაიდან არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც მალე ჩაძინებაში ეხმარება ადამიანს.
ამბობენ, რომ ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ ეს მეთოდი ერთ წუთში კი არა, პრაქტიკულად, წამებში ადუნებს და აძინებს ადამიანს. ეს ინდოელი იოგების მეთოდია და „4-7-8“ ჰქვია.

როგორ მოვიქცეთ?

ვარჯიში უნდა გაიმეოროთ შესვენების გარეშე, სანამ არ იგრძნობთ, რომ გეძინებათ.
მოემზადეთ დასაძინებლად, მოდუნდით;
ჩაისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში;
გააჩერეთ სუნთქვა 7 წამით;
ამოისუნთქეთ 8 წამის განმავლობაში.
ეს მეთოდი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტრესისა და შფოთის მოსახსნელად.
გარდა ამისა, რაც, ალბათ, ძალიან ბევრს დააინტერესებს, მეთოდი „4-7-8“ გაგიქრობთ სურვილს, მოწიოთ სიგარეტი ან მიირთვათ მადის აღმძვრელი კრემიანი ნამცხვრი.

მეთოდის ეფექტურობა საკმაოდ მარტივად აიხსნება: როცა ვღელავთ, სუნთქვა ხშირდება და ზედაპირული ხდება, მშვიდ ვითარებაში კი ის თანაბარია და ღრმა, რაც ნერვულ სისტემას წონასწორობას უბრუნებს.
რა თქმა უნდა, მეთოდი ვარჯიშს მოითხოვს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ამაში არაფერია ძნელი. თანაც, თუ ისედაც და ასედაც ვერ იძინებთ და გრძელი ღამის თეთრად გათენება გემუქრებათ, თქვენც ადექით და ბარემ წაივარჯიშეთ.

გისურვებთ მშვიდ ძილსა და ტკბილ სიზმრებს!

ყველა ახალი ამბავი
0