https://sputnik-georgia.com/20230814/sp----bb---281225778.html
S&P-მ საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა
S&P-მ საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა
Sputnik საქართველო
ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინება, ძირითადად რუსეთიდან, ხელს შეუწყობს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენარჩუნებას კვლავ მაღალ (6,1%) დონეზე... 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T22:21+0400
2023-08-14T22:21+0400
2023-08-14T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_0f52b439923ec78e621bbfe36d026d96.jpg
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა შეინარჩუნა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB“ ნიშნულზე, პროგნოზი „სტაბილურია“, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.მოკლევადიანი რეიტინგები ამავე დროს „B“ დონეზე დარჩა.S&P-ის მონაცემებით, ერთი წლით ადრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10,1% იყო. სააგენტოს პროგნოზით, შემდგომ, 2024 და 2025 წლებში ზრდა შესაბამისად შენელდება 4,5% და 4,2%-მდე, ხოლო 2026 წელს - 4,3%-ს შეადგენს. ამასთან, 2023 წელს ინფლაცია პროგნოზირებულია 2,4% დონეზე გასული წლის 11,9%-ის შემდეგ, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი 3,2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2025-2026 წლებში 3%-ს შეადგენს, ნათქვამია გამოცემაში.ამავდროულად, სააგენტო ასევე აღნიშნავს რეიტინგისთვის ნეგატიური რისკების არსებობას, მათ შორის რომლებიც უკავშირდებიან ფინანსური რესურსების შემოდინების შემცირებას, რთულ გარე მაკროეკონომიკურ ვითარებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების (Checks and Balances) შესუსტების ალბათობას.Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგები დაადასტურა >>სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს განგრძობად მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ნათქვამია გამოცემაში, ასევე ფისკალური პოლიტიკისა და საგადახდო ბალანსის უფრო მაღალ მაჩვენებლებს, რაც, როგორც ამას S&P ვარაუდობს, გაგრძელდება მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_340:0:3069:2047_1920x0_80_0_0_ddfbfffc5b3e366ecc8dbfc18b43f455.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
S&P-მ საქართველოს რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა
ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინება, ძირითადად რუსეთიდან, ხელს შეუწყობს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენარჩუნებას კვლავ მაღალ (6,1%) დონეზე, წერს სააგენტო
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა შეინარჩუნა საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB“ ნიშნულზე, პროგნოზი „სტაბილურია“, ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
მოკლევადიანი რეიტინგები ამავე დროს „B“ დონეზე დარჩა.
„მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში ეკონომიკის შენელების პროგნოზები გვაქვს, ტურიზმი, იმიგრაცია და ფინანსური შემოდინება, ძირითადად რუსეთიდან, ხელს შეუწყობს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენარჩუნებას კვლავ მაღალ (6,1%) დონეზე“, - ასეთ კომენტარს აკეთებენ სააგენტოს ანალიტიკოსები.
S&P-ის მონაცემებით, ერთი წლით ადრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 10,1% იყო. სააგენტოს პროგნოზით, შემდგომ, 2024 და 2025 წლებში ზრდა შესაბამისად შენელდება 4,5% და 4,2%-მდე, ხოლო 2026 წელს - 4,3%-ს შეადგენს. ამასთან, 2023 წელს ინფლაცია პროგნოზირებულია 2,4% დონეზე გასული წლის 11,9%-ის შემდეგ, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი 3,2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2025-2026 წლებში 3%-ს შეადგენს, ნათქვამია გამოცემაში.
ამავდროულად, სააგენტო ასევე აღნიშნავს რეიტინგისთვის ნეგატიური რისკების არსებობას, მათ შორის რომლებიც უკავშირდებიან ფინანსური რესურსების შემოდინების შემცირებას, რთულ გარე მაკროეკონომიკურ ვითარებას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების (Checks and Balances) შესუსტების ალბათობას.
სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს განგრძობად მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ნათქვამია გამოცემაში, ასევე ფისკალური პოლიტიკისა და საგადახდო ბალანსის უფრო მაღალ მაჩვენებლებს, რაც, როგორც ამას S&P ვარაუდობს, გაგრძელდება მომდევნო 12 თვის განმავლობაში.