მიაქციეთ ყურადღება: სლოკინი შეიძლება მძიმე დაავადებების სიმპტომი იყოს

CC BY 2.0 / Flickr / Radrice / Hiccup Cureსლოკინის შეტევა
სლოკინის შეტევა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2023
გამოწერა
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ხშირი და ხანგრძლივი სლოკინი შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების სიგნალი იყოს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, სლოკინი ცდომილი ნერვის გაღიზიანების დროს იწყება, რომელიც თითქმის მთელ სხეულზე, მათ შორის, დიაფრაგმაზეც გადის.
„თუ რაიმე პრობლემა არსებობს, იქნება ეს დიაფრაგმის აბსცესი, ანთებითი პროცესი ქვემოდან თუ მოცულობითი პროცესი ზემოდან, ეს იწვევს ცდომილი ნერვის გაღიზიანებას. შედეგად ტვინში მიდის სიგნალები და ადამიანს სლოკინი ეწყება“, — განმარტავენ სპეციალისტები.
როგორც ექიმები ამბობენ, თუ სლოკინი ხშირად და ხანგრძლივად ემართება ადამიანს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს კომპეტენტურ სპეციალისტს, ვინაიდან ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა:
ინსულტი;
წითელი მგლურა;
თავის ტვინის სიმსივნე;
თავის ტვინის არტერიის ანევრიზმა;
თავის ტვინის ტრავმა;
დიაფრაგმის გრიჟა;
წარმონაქმნები საყლაპავზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე ან კუჭზე;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები — მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რიტმის დარღვევა;
სასუნთქი ორგანოების დაავადებები — კერძოდ: ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია;
შუასაყარის, ანუ გულმკერდის ღრუს ნაწილის სიმსივნეები;
ჰერპესი;
კისრის თიაქარი ან სიმსივნე...
გარდა ამისა, ხანგრძლივი და ხშირი სლოკინის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს აუტოიმუნური დაავადებები:
ოპტიკური ნეირომიელიტი,
გაფანტული სკლეროზი,
ეპილეფსია,
ენცეფალიტი,
მენინგიტი,
პარკინსონის დაავადება.
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჯანმრთელობის პრობლემას გამორიცხავს, მაშინ გაუჩერებელ სლოკინს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატით მოხსნის.

ამასთან არსებობს არაერთი ხალხური მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ, სწრაფად და მარტივად შეიჩეროთ სლოკინის შეტევა. ქვემოთ რამდენიმე გამოცდილ ხერხს გაგაცნობთ.

სუნთქვის მეთოდი

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და მერე მცირე ხნით შეიკავეთ სუნთქვა. პარალელურად შეეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ მეთოდით საკმაოდ სწრაფად შეიჩერებთ საყლაპავისა და დიაფრაგმის სპაზმებს, შესაბამისად - სლოკინს.

რეფლქტორული მეთოდი

დააჭირეთ ენის ძირს თითები ისე, თითქოს პირღებინების გამოწვევას ცდილობთ. ამით სწრაფად მოიხსნით სლოკინის გამომწვევ სპაზმებს საყლაპავსა და დიაფრაგმაში.

წყლის მეთოდი

გადაიხარეთ წინ და შეეცადეთ, ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით დალიოთ წყალი დიდი ჭიქით.

პრესის ვარჯიშის მეთოდი

თუ სლოკინი შინ დაგეწყოთ და არა ვთქვათ, ტრანსპორტში, ქუჩაში ან სამსახურში, კარგი იქნება, თუ პრესის ვარჯიშებს გააკეთებთ. ამბობენ, რომ ეს საკმაოდ ეფექტური ხერხია სლოკინთან საბრძოლველად. ოღონდ ვარჯიში უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ შეტევა არ გადაგივლით.

შაქრის მეთოდი

დაიყარეთ ენის წვერზე ცოტაოდენი შაქრის ფხვნილი და მაშინვე გადაყლაპეთ, რათა არ გადნეს.

ნერწყვის მეთოდი

გადაწიეთ თავი შეძლებისდაგვარად უკან და გადაყლაპეთ ნერწყვი. ეცადეთ, ეს მაქსიმალურად უკან გადაწეული თავით გააკეთოთ. პირადი გამოცდილებიდან გიდასტურებთ, რომ ეს ყველაზე უებარი და უსწრაფესი მეთოდია.
ყველა ახალი ამბავი
0