https://sputnik-georgia.com/20230814/------281199472.html
ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის საერთაშორისო თასი მოიგეს
ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის საერთაშორისო თასი მოიგეს
მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში. 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T00:03+0400
2023-08-14T00:03+0400
2023-08-14T00:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275276790_0:0:2986:1680_1920x0_80_0_0_e81c34cde6c5feb7f6bbd654f1d91955.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო დაამარცხა (82:78) და თასის გამარჯვებაც იზეიმა.საქართველოს ნაკრები პირველ ორ მეოთხედში უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშზეც აისახა (45:39). ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პერიმეტრიდან ტყორცნები იყო – 9 რეალიზებული სამიანი.მესამე პერიოდში მონტენეგროს დაცვა გაცილებით აგრესიული გახდა და მეტოქემ ანგარიშის არათუ გათანაბრება მოახერხა, 7 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა, ბითაძის ჩატენვითა და მაკფადენის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით ქართველებმა სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.როგორც ამ გუნდების წინა შეხვედრებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ბედი კი ისევ და ისევ სამქულიანებმა გადაწყვიტა: მეოთხე პერიოდის კრიტიკულ მომენტებში პერიმეტრიდან თავი ბითაძემ, მაკფადენმა და მამუკელაშვილმა გამოიჩინეს.მამუკელაშვილმა სირენამდე 1:33 წუთით ადრე ურთულესი სამიანი ჩააგდო და სხვაობა 7-მდე გაზარდა – 79:72. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო წამებზე მეტოქე განზრახ ფოლების ტაქტიკაზე გადავიდა და დუდა სანაძემ სამი ზუსტი ტყორცნა შეასრულა.ამგვარად, საქართველოს ნაკრები გამარჯვებულია და პოზიტიური განწყობით მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე.საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო-ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275276790_128:0:2859:2048_1920x0_80_0_0_5f86652ed69f0b3d8446b390dd61c363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა კალათბურთელებმა თბილისის საერთაშორისო თასი მოიგეს
მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო დაამარცხა (82:78) და თასის გამარჯვებაც იზეიმა.
საქართველოს ნაკრები პირველ ორ მეოთხედში უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშზეც აისახა (45:39). ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პერიმეტრიდან ტყორცნები იყო – 9 რეალიზებული სამიანი.
მესამე პერიოდში მონტენეგროს დაცვა გაცილებით აგრესიული გახდა და მეტოქემ ანგარიშის არათუ გათანაბრება მოახერხა, 7 ქულითაც დაწინაურდა. თუმცა, ბითაძის ჩატენვითა და მაკფადენის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით ქართველებმა სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს.
როგორც ამ გუნდების წინა შეხვედრებში, გამარჯვებულის ბედი ამჯერადაც ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. ასეც მოხდა, მატჩის ბედი კი ისევ და ისევ სამქულიანებმა გადაწყვიტა: მეოთხე პერიოდის კრიტიკულ მომენტებში პერიმეტრიდან თავი ბითაძემ, მაკფადენმა და მამუკელაშვილმა გამოიჩინეს.
მამუკელაშვილმა სირენამდე 1:33 წუთით ადრე ურთულესი სამიანი ჩააგდო და სხვაობა 7-მდე გაზარდა – 79:72. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ბოლო წამებზე მეტოქე განზრახ ფოლების ტაქტიკაზე გადავიდა და დუდა სანაძემ სამი ზუსტი ტყორცნა შეასრულა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრები გამარჯვებულია და პოზიტიური განწყობით მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე.
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო-ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება: ფილიპინებზე, იაპონიასა და ინდონეზიაში 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში.