https://sputnik-georgia.com/20230813/saqartvelos-bunebrivi-nakrzalebi-sul-ufro-met-turists-izidavs-281170454.html
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში არიან: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T10:20+0400
2023-08-13T10:20+0400
2023-08-13T10:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269944261_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_63ddd2b1a9b6a3ae7c4d281ad09de221.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 7 თვეში საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 370.547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახური.2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521.086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461.359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი. ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 11 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269944261_223:0:1663:1080_1920x0_80_0_0_0e49585bbaa6d6993e2dee28aaf656ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება
საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს - სტატისტიკა
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში არიან: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 7 თვეში საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას 370.547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესსამსახური.
2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521.086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461.359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი. ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 11 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.