https://sputnik-georgia.com/20230813/----2024--281191423.html
ვინ წარადგენს საქართველოს „ოსკარზე“ 2024 წელს
ვინ წარადგენს საქართველოს „ოსკარზე“ 2024 წელს
Sputnik საქართველო
საქართველოში გამოცხადდა კანდიდატი ფილმების შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ კინოპრემიაზე 13.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-13T12:37+0400
2023-08-13T12:37+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22983/56/229835612_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_5e32f4468789705888db0e0eeef6d6bf.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება 2023 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გაიმართება 2024 წლის 10 მარტს ჰოლივუდში, „დოლბის“ თეატრში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია).ეროვნული კინოცენტრი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს მიიღებს 2023 წლის 12 აგვისტოდან 2023 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათამდე. განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ წარმოდგენილია აქ.განაცხადს უნდა დაერთოს ფილმის ერთი ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და ერთი ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.კიდევ ერთი პირობა: წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).განმცხადებელს ასევე შეუძლია დაამატოს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში.წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2023 წლის სექტემბრის თვეში.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაწერონ ეროვნული კინოცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე info@gnfc.ge.წყარო - ეროვნული კინოცენტრი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22983/56/229835612_244:0:1371:845_1920x0_80_0_0_fff6c0c0433cdd94984fe2e703bdc803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ვინ წარადგენს საქართველოს „ოსკარზე“ 2024 წელს
12:37 13.08.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) საქართველოში გამოცხადდა კანდიდატი ფილმების შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ კინოპრემიაზე
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კონკურსი „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ რიგით 96-ე დაჯილდოება 2023 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გაიმართება 2024 წლის 10 მარტს ჰოლივუდში, „დოლბის“ თეატრში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია).
ეროვნული კინოცენტრი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს მიიღებს 2023 წლის 12 აგვისტოდან 2023 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათამდე. განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები პირები.
დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ წარმოდგენილია
აქ.
განაცხადს უნდა დაერთოს ფილმის ერთი ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და ერთი ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.
კიდევ ერთი პირობა: წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).
განმცხადებელს ასევე შეუძლია დაამატოს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2023 წლის სექტემბრის თვეში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დაწერონ ეროვნული კინოცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე info@gnfc.ge.